რუსეთი ნატოს გემების შავ ზღვაში ყოფნას საფრთხედ აღიქვამს და როგორც კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, განმარტავს, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოს გემების გადაადგილებებსა და მოქმედებებს.
ჟურნალისტების კთხვაზე პასუხად პესკოვი განმარტავს, რომ რუსეთის უსაფრთხოების დასაცავად ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული.
„რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, დამატებით საფრთხეს რუსეთისთვის. რა თქმა უნდა რუსეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- ამბობს დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას.
ასევე ნახეთ: ევან გერშკოვიჩის სასამართლო სხდომა განახლდასაკითხზე კრემლის პრესსპიკერის პოზიციით მედია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა საზღვაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევის მიზანია რუსეთის საზღვაო ფლოტი შავ ზღვაზე არ დომინირებდეს.