სამშაბათს კრემლმა უარყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა სომხეთი მეზობელ აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში და ამცირებს თავის როლს უფრო ფართო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ნიკოლ ფაშინიანმა დაადანაშაულა რუსეთი იმაში, რომ ვერ მოახერხა სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ.
ერევანმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ რუსი სამშვიდობოები, ცხრა თვის განმავლობაში, აზერბაიჯანელებს უფლებას აძლევდნენ დაებლოკათ ლაჩინის დერეფანი, რამაც ადგილზე საკვების, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი პროდუქციის დეფიციტი გამოიწვია. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს,
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი, რომელსაც სომხეთში სამხედრო ბაზა აქვს და მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესანარჩუნებლად სამშვიდობოები გაგზავნა, კვლავაც იქნება "უსაფრთხოების გარანტი" რეგიონში.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი გრძნობს, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან უკან იხევს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომში ჩართულობის გამო, მოსკოვი სომხეთის უსაფრთხოების ყველა საჭიროებას ვერ აკმაყოფილებდა.
"ჩვენ ვერ დავეთანხმებით [ფაშინიანის] ამ თეზისებს“, - განაცხადა პესკოვმა. "რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია... რუსეთი ასრულებს თანმიმდევრულ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციაში... და ჩვენ გავაგრძელებთ ამ როლის შესრულებას“, - დაამატა მან.
ასევე ნახეთ: ფაშინიანის განცხადებას იმაზე, რომ ომში სომხეთი რუსეთის მოკავშირე არ არის, კრემლი გამოეხმაურარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ცალკე ბრიფინგზე ფაშინიანის კომენტარებს "უხეშობის საჯარო რიტორიკა" უწოდა და თქვა, რომ სხვების დადანაშაულების ნაცვლად, ერევანმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
მთიანი ყარაბაღი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბულობის წყარო იყო, საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული, მაგრამ მისი 120 000 მოსახლე ძირითადად ეთნიკური სომეხია.
აზერბაიჯანმა 2020 წელს მძიმე, ბრძოლების შედეგად, რეგიონის ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა, რასაც რუსეთს შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოჰყვა.
პესკოვმა თქვა, რომ ყველა მხარე უნდა დაემორჩილოს ამ შეთანხმების პირობებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ მან შეცვალა თავისი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი მთიან ყარაბაღში, რაც მეორე ცვლილებაა, რამდენიმე თვის განმავლობაში.