კიმი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან ომისთვის მზადაა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა "სრულადაა მზად" ამერიკასთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის.

ფხენიანიდან წამოსული ამ მუქარის პარალელურად, ქვეყანა მეშვიდედ ემზადება ატომური ბომბის გამოსაცდელად.

კორეის ომის დასრულების წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში კიმმა ასევე გააფრთხილა მეზობელი ქვეყანა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა განადგურდება, თუ ის რაიმე „საშიშ მცდელობას“ ჩაიდენს.

ასევე ნახეთ: ჯო ბაიდენსა და ჩინეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმ, კონსერვატორმა, რომელმაც თანამდებობა მაისში დაიკავა, არაერთხელ ისაუბრა პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაზე.

ასეთი ქმედება „დაუყოვნებლივ დაისჯება ძლიერად“, თქვა კიმმა და დასძინა, რომ „იუნ სუკ იოლის რეჟიმი და მისი სამხედროები განადგურდებიან“.

თავის გამოსვლაში კიმმა არაერთხელ დაიკვეხნა თავისი ქვეყნის ბირთვული იარაღით და მიუთითა, რომ მზადაა გამოიყენოს ისინი საჭიროების შემთხვევაში. ჩრდილოეთ კორეა, მისი თქმით, "სრულად მზად არის" შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის.