მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საცოლე საუდის არაბეთის პრინცის დასჯას ითხოვს. ის ამბობს, რომ საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამად ბინ სალმანი "დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს" ხაშოგის მკვლელობის დაკვეთისთვის.
ჰატიჩე ჩენგიზმა განცხადება თავის "ტვიტერ" გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს იმაზე, რომ მისი საქმროს მკვლელობის ორგანიზატორი დაუსჯელია და "ეს სამუდამოდ იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მძიმე დანაშაული დაუსჯელი დაჩება, რაც ჩვენ ყველას საფრთხეში ჩაგვაგდებს და ლაქად დარჩება კაცობრიობისთვის".
ასევე ნახეთ: ამერიკის დაზვერვის ანგარიში ხაშოგის მკვლელობაზე დღეს გამოქვეყნდებაგასულ კვირას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კლასიფიკაცია მოხსნილი დოკუმენტაცია გამოქვეყნა, სადაც წერია, რომ ჟურნალისტის მკვლელობა თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში, სწორედ მისი დაკვეთა იყო.
ხაშოგი, 2018 წლის 2 ოქტომბერს, საკონსულოში მიიყვანეს, სადაც საუდის არაბეთის პრინცთან დაკავშირებულმა ადამიანებმა ის მოკლეს. მისი სხეული დაანაწევრეს და ისე გააქრეს, რომ ჟურნალისტის გვამი აღარასდროს უპოვიათ.
დროთა განმავლობაში, საუდის არაბეთმა აღიარა, რომ ხაშოგი შემთხვევით მოკლეს, თუმცა კატეგირიულად უარყოფენ პრინცის რაიმე კავშირს ამ საქმესთან. მათ, ასევე უარყვეს ამერიკის მიერ გავრეცელბული ბოლო ანგარიში და თქვეს, რომ ის "არაზუსტ ინფორმაციას და დასკვნებს" შეიცავდა.