ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარლ მიშელის თქმით, საქართველოს ვაქცინაზე წვდომა უახლოეს მომავალში ექნება


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკითხს შეეხო. მისი თქმით, საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომა უახლოეს პერიოდში ექნება.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში იმისათვის, რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG