შეერთებული შტატების სამხედრო გემზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ოპერირებს, ახალი კორონავირუსის ათობით შემთხვევა გამოვლინდა.
სამხედრო გემი „სან-დიეგო“ ბაჰრეინის პორტში გაჩერდა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსი დაუდასტურდათ. გემზე საზღვაო ძალების და საზღვაო ქვეითების, დაახლოებით, 600 პერსონალი იმყოფება.
კოვიდ-19-ის სავარაუდო შემთხვევები ასევე დაფიქსირდა სამხედრო გემ „ფილიპინების ზღვაზე“, რომლის ბორტზეც საზღვაო ძალების 380 მეზღვაური იმყოფება. გემი ამ დროისთვის უცნობ პორტში აპირებს შესვლას, დამატებითი ტესტირებისთვის.
„როგორც კი შევიტყვეთ სავარაუდო კოვიდ-19-ის შემთხვევებზე სამხედრო გემებზე „სან-დიეგო“ და ფილიპინების ზღვა“, გადავდგით დაუყოვნებელი ნაბიჯები, რომ ამოგვეცნო, მოგვეხდინა იზოლირება, გაგვეკეთებინა ტესტები და გვემკურნალა ინფიცირებული მეზღვაურებისა და საზღვაო ქვეითებისთვის ორივე გემის ბორტზე“, ნათქვამია ამერიკის მე-5 ფლოტის მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-5 ფლოტი ახლო აღმოსავლეთის წყლებში პატრულირებას ხელმძღვანელობს.
Facebook Forum