ხანგოშვილის საქმე - გერმანია რუსეთს შორის ურთიერთობები მწვავდება

ბერლინსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მწვავდება. გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების შემდეგ, კრემლმა რუსეთიდან ასევე ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა.

დიპლომატიური სკანდალის მიზეზი ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის საქმეა, სადაც ბერლინმა დაადგინა, რომ მისი მკვლელობა მოსკოვის მიერ იყო დაკვეთილი. მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სუვერენინტეტის მძიმე დარღვევა დაადგინა.

ბერლინის გადაწყვეტილებას მოსკოვში არ იზიარებენ და ხანგოშვილის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ, მეტიც, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ეს „აბსურდია“

მოსკოვის ქმედებას, გაეძევებინათ გერმანელი დიპლომატები მოსკოვიდან, გერმანიაში ურთიერთობების გართულებად შეაფასეს და თქვეს, რომ ეს გასაკვირი არ არის.

ასევე ნახეთ: ზელიმხან ხანგოშვილის მეკვლეობის საქმის გამო, გერმანიამ 2 რუსი დიპლომატი გააძევა

"ეს ნაბიჯი არ არის გასაკვირი მაგრამ ის სრულიად გაუმართლებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილება, ართულებს ურთიერთობებს,“ - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სხვა მტკიცებულებებთან ერთად, 2019 წელს გამოცემა „შპიგელი“ წერდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობიდან მალევე, ბრალდებული პირები რუსმა დიპლომატებმა მოინახულეს. მაშინ მოსკოვს განმარტებები არ გაუკეთებია. ერთ-ერთ ბრალდებულს დაკავების დროს რუსეთის პასპორტიც უპოვეს. გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა.

ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. საქმეზე გამოძიება მას შემდეგ გრძელდებოდა და პროცესში ქართული მხარეც იყო ჩართული.