გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წელს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო, 2 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნის მიხედვით, ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო შეკვეთილი.
ზელიმხან-თორნიკე ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ოთხშაბათს, გერმანიის სასამართლომ, რუსი ვადიმ კრასიკოვი დამნაშავედ ცნო ხანგოშვილის მკვლელობაში და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გამოარკვია, რომ კრასიკოვი, რუსეთის ოფიციალური პირების მიერ დაქირავებული მკვლელი იყო, რომელსაც ყალბი საბუთები, ამავე პირებმა მისცეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მკველობას " გერმანიის კანონმდებლობისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტის მძიმე დარღვევა" უწოდა და რუსეთის ელჩი სასაუბროდ დაიბარა. ამ შეხვედრის შემდეგ, მინისტრის გადაწყვეტილებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს.
2004 წელს, ხანგოშვილი რუსულ პოლიციაზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ამ თავდასხმის შედეგად, რამდენიმე პოლიციელი და სამოქალო პირი დაიღუპა.
"უეჭველად, ხანგოშვილი პასუხისმგებელი იყო ადამიანების გარდაცვალებაზე",- თქვა მოსამართლე ოლფ არნოლდიმ. მისივე განმარტებით, რუსებს "შურისძიება და სამაგიეროს გადახდა" სურდათ.
"ხანგოშვილმა რუსეთზე თავდასხმა [მის მკვლელობამდე] ბევრი წლით ადრე შეწყვიტა. მას იარაღისთვის ხელი 2008 წლის შემდეგ აღარ მოუკიდია. ეს არ იყოს რუსეთის მხრიდან თავდაცვის აქტი, ეს იყო და არის ტერორიზმი",- თქვა მოსამართლდე არნოლდიმ.
2019 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ხანგოშვილს "ტერორისტი და მკვლელი" უწოდა.
ხანგოშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა. 2015 წელს ის მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, შემდეგ კი საცხოვრებლად უკრაინაში, მოგვიანებით კი გერმანიაში გადავიდა.
რუსეთის ელჩი გერმანიაში უარყოფს რუსეთის ჩართულობას ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში.
"მიგვაჩნია, რომ ვერდიქტი არაობიექტური და პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს კი სერიოზულად ართულებს ისედაც გამძაფრებულ რუსეთ-გერმანიის უერთიერთობებს",- თქვა რუსეთის ელჩმა გერმანიაში.
Facebook Forum