ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უმაღლესმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მომავალი ბირთვული მოლაპარაკებების წარმატებაზე ან ჩაშლაზე მიბმული არ უნდა იყოს. ასევე ითქვა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გაცოცხლებაზე მოლაპარაკებები „კარგად ვითარდება“.
აიათოლა ალი ჰამენეიმ, რომელსაც სახელმწიფო საკითხებში - როგორიც ირანის ბირთვული პროგრამაა - საბოლოო სიტყვა ეკუთვნის, პირველი კომენტარი ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების შეჩერებიდან ერთი თვის შემდეგ გააკეთა.
ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს პოლიტიკური ნების უქონლობას იმისთვის, რომ დარჩენილი საკითხები გადაჭრილიყო.
ასევე ნახეთ: ირანი ბირთვული შეთანხმების წარმატებისთვის, ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვსერთ-ერთი გადაუჭრელი საკითხია ამოიღებს, თუ არა ვაშინგტონი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ირანის ელიტურ რევოლუციური გვარდიის კორპუსს, რასაც თეირანი შეთანხმების გაცოცხლების წინაპირობად მოითხოვდა.
ამ ჯგუფის ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღების კრიტიკოსებიც და ისინიც, ვინც ამ იდეის მიმართ გახსნილია ამბობენ, რომ ამის გაკეთებას უმნიშვნელო ეკონომიკური ეფექტი ექნება, რადგან სხვა ამერიკული სანქციები უცხოელ სუბიექტებს ამ ჯგუფისგან მორიდებას აიძულებს.
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი, ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებელმა აიათოლა ჰომეინიმ შექმნა და ის არა მხოლოდ სამხედრო ძალას წარმოადგენს, არამედ მას უზარმაზარი პოლიტიკური გავლენაც აქვს.