ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თხოვნით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხვალ ლონდონში გაემგზავრება რუს კოლეგა-სერგეი ლავროვთან შესახვედრად. მხარეები უკრაინის მიმდინარე კრიზისს განიხილავენ.
სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე აღნიშნავს უკრაინელი ხალხის უფლებას თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ეს მათ გარე ჩარევის ან პროვოკაციების გარეშე უნდა გააკეთონ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა