ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური პროკურორების უმეტესობის გადადგომა მოითხოვა. საუბარია პროკურორებზე, რომლებიც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიშნა. აღნიშნულის შესახებ დღეს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
ამ ნაბიჯს, პრეზიდენტები ხელისუფლების გადაბარებასთან ერთად, ხშირად მიმართავენ. თუმცა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ გეგმავს დელავერის მთავარი და კონექტიკუტის შტატის ერთ-ერთი პროკურორის მოხსნას, რომლებიც პოლიტიკურად მნიშვენლოვან საქმეებზე მუშაობენ და რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მართვის პერიოდში აღიძრა.
ასევე ნახეთ: რას უნდა ველოდოთ ტრამპის მეორე საიმპიჩმენტო სასამართლოზე?იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მონტი უილკინსონმა, დელავერში, პროკურორ დევიდ ვაისს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის შვილის ჰანთერ ბაიდენის გადასახადებს შეისწავლის, თანამდებობაზე დარჩენა სთხოვა.
თანამდებობიდან წავა, თუმცა სპეციალური გამომძიებლის როლში დარჩება, ჯონ დარჰემი. ის ყოფილმა პროკურორმა უილიამ ბარმა დანიშნა და დღეს იძიებს, თუ როგორ დაიწყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის და რუსეთის კავშირების შესახებ გამოძიება და პროცესში ადგილი ჰქონდა თუ არა კანონდარღვევას.
გადადგომის მოთხოვნა ტრამპის მიერ დანიშნულ 56 პროკურორს შეეხება.