ბორის ჯონსონი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა საავადმყოფოში რჩება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თავს უკეთ გრძნობს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს კორონოვირუსის მკურნალობას.

55 წლის ჯონსონი სენტ ტომასის საავადმყოფოში კვირა საღამოს გადაიყვანეს სიცხისა და ხველების ჩვენებით. ორშაბათს კი მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლა პრემიერი თავს უკეთ გრძნობს. "სტაბილურადაა, უმჯობესდება მისი ჯანმრთელობა და ის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება" - განაცხადა დღეს ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ოლივერ დოუდენმა.

პრემიერ-მინისტრის საავამდყოფოში ყოფნის დროს, მთავრობა ორი მნიშვნელოვანი საკითხის წინაშე დადგა: როგორ დააფინანსონ სახელმწიფო ხარჯების დიდი ზრდა დახურული ეკონომიკის მხარდასაჭერად და როდიდან დაიწყონ კარანტინის ზომების შემცირება.

ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა ეკონომიკის სიდიდით და ახლა მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, წინ ყველაზე რთული პერიოდი ელოდება.