ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მაიდანზე მოწყობილი მემორიალი, რომელიც დემონსტრაციების დროს 70-ზე მეტი ადამიანის ხსოვნას მიაგებს პატივს, ყვავილებით შეამკო.
კერიმ უკრაინას მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გაწევა აღუთქვა და რუსეთის მიმართ მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა:
„თუ რუსეთს არ სურს პირდაპირ იმუშაოს უკრაინის მთავრობასთან, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი პარტნიორებთან ერთად სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩება, თუ არა გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ რუსეთის პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლირების მიზნით.“
ჯონ კერიმ უკრაინა უკვე დატოვა და ახლა საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება.