ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი მზად არის ყირიმში მცხოვრებ რუს მოსახლეობას დაეხმაროს


შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთს სანქციების დაწესებით ემუქრებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის უკრაინაში მცხოვრები რუსი მოსახლეობა დაიცვას, თუმცა იმედი აქვს, რომ ამისთვის მას ძალის გამოყენება არ დასჭირდება.

ეს განცხადება პუტინმა დღეს ყირიმში რუსული ჯარების არსებობასთან დაკავშირებულ კრიზისზე საუბრისას გააკეთა. შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები გეგმავენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ჯარების გადაადგილებას დაიწყებს, დასავლეთი მას სანქციებს დაუწესებს.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, სანქციების დაწესების დროს ყველა მოსალოდნელი ზიანი უნდა იქნეს გათვალისწინებული.

რუსეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში უკრაინის მთავრობის შეცვლა არაკონსტიტუციურ სამხედრო გადატრიალებად შეაფასა. პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია, იგი ჯერ კიდევ უკრაინის ლეგიტიმური ლიდერია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს კიევში მიემგზავრება, სადაც დროებითი მთავრობის წევრებს შეხვდება და უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერას გამოხატავს.

ვიდრე ჯონ კერი უკრაინის დედაქალაქში ჩავა, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის საზღვართან დასავლეთ რუსეთის ტერიტორიაზე საწვრთნელად გასულ ათი ათასობით ჯარისკაცს ბაზაში დაბრუნება უბრძანა. კრემლი დაჟინებით უარყოფს, რომ გასულ კვირას დაწყებული წვრთნები უკრაინაში მიმიდნარე კრიზისს არ უკავშირდება.
XS
SM
MD
LG