კიევში ყოფნის დროს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დროებითი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და კიევს კიდევ ერთხელ დაუდასტურებს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის მიმართ. სესხის გარანტიის გაცემით შეერთებული შტატები უკრაინის მოქალაქეებისთვის ენერგო რესურსებზე აქამდე არსებული სუბსიდიების შეწყვეტის შედეგების დაბალანსებას ცდილობს.
ამ ფონზე, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ძალაუფლების შეცვლა „ანტი-კონსტიტუციური გადატრიალება“ იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მზადაა გამოიყენოს ყველა შესაძლო ვარიანრი უკრაინაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დასაცავად და ამასთან დასძინა, რომ რუსეთი იმედს იტოვებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენება არ დასჭირდება.
პუტინმა უკრაინის თემაზე კამერების წინაშე პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც უკრაინის განდევნილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გასულ კვირას მოსკოვში ჩავიდა:
„იანუკოვიჩმა საკუთარი ძალაუფლება პრაქტიკულად დათმო. ის დაეთანხმა თითქმის ყველაფერს რაც ოპოზიციამ მოითხოვა. ის დათანხმდა ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ის დათანხმდა 2004 წლის კონსიტუტუციის აღდგენის მოთხოვნას, როგორც ეს ოპოზიციამ მოითხოვა. ის ძალიან დადებითად გამოეხმაურა ჩვენს და დასავლეთის მოთხოვნას, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალა არ გამოეყენებინა. მან არ გასცა უკანონო ბრძანებები მოიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შესახებ. მან პოლიციას უკან დახევა უბრძანა და სამართალდამცავები ამ ბრძანებას დაემორჩილნენ.“
პუტინის კომენტარებს და რუსეთის სამხედრო შენაერთების ყირიმის რეგიონში დისლოცირებას დასავლეთისგან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ვილიამ ჰეიგმა დღეს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პუტინი განდევნილ პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკრაინის „ლეგიტიმურ ლიდერად“ კვლავ მიიჩნევს:
„რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა არ მართავს. მაგრამ მას ავიწყდება, რომ ყოფილმა მთავრობამ პოსტი დატოვა. ამის შედეგად უკრაინის პარლამენტმა [მთავრობის დათხოვნის] გადაწყვეტილება კონსტიტუციის თანახმად, უმრავლეობის ხმით მიიღო, მათ შორის კი ყოფილი პრეზიდენტის მთავრობის პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ.“
შეერთებული შტატები და მისის ევროპელი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის გამო.
პუტინმა ათოსბით ათასი რუსი ჯარისკაცის ბაზაზე დაბრუნების ბრძანება გასცა. მანამდე ეს დანაყოფები უკრაინის საზღვართან ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში ღებულობდნენ მონაწილეობას. ერთ კვირიანი სავარჯიშოები ისედაც დასასრულს მიუახლოვდა. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის პუტინის ბრძანება დაძაბულობის შესამსუბუქებლად იყო გაცემული თუ არა.
მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან ქვეყანაში მთავრობის შეცვლის შემდეგ დაწყებული სამხედრო წვრთნები კიევში მიმდინარე მოვლენებსარ უკავშირდებოდა.