იაპონიის მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ნახევრად საგანგებო ვითარება ქვეყნის კიდევ 4 პრეფექტურაში ამოქმედდება. კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიღებული შემზღუდველი ზომები აქამდე მარტო ტოკიოსა და ოსაკას პრეფექტურებზე ვრცელდებოდა.
გაუქმდება თუ არა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა? გახსნამდე დაახლოებით სამი თვით იადრე, იაპონიის ოფიციალური პირები ჯერ კიდევ გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ.
დღეს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ ისინი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სპორტული ტურნირის გაუქმებას არ გამორიცხავენ, თუკი იაპონიაში პანდემიის გამო შექმნილი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. იაპონიის საორგანიზაციო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი სასწრაფოდ გაავრცელა საპასუხო განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ თამაშებისთვის მზადება ამ ეტაპზე სრული ტემპებით გრძელდება.
ოლიმპიადა ტოკიო-2020 გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო. წელს კი ოლიმპიურმა კომიტეტმა ის მაქსიმალურად გადაავადა და ზაფხულის ოლიმპიადის ტოკიო-2021 გახსნის თარიღად 23 ივლისი გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: ტოკიო: ზაფხულის ოლიმპიადას მაინც ჩავატარებთ