"ჰუთები" იტალიას ემუქრებიან თუ ის იემენის წინააღმდეგ ბრძოლას შეუერთდება

იტალია გახდება სამიზნე, თუ ის მონაწილეობას მიიღებს იემენის წინააღმდეგ თავდასხმებში, განაცხადა იემენის ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფის, "ჰუთების" მაღალჩინოსანმა ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

მოჰამედ ალი ალ-ჰუთიმ, "ჰუთების" უმაღლესი რევოლუციური კომიტეტის ხელმძღვანელმა იტალიურ გაზეთს "ლა რეპუბლიკა" განუცხადა, რომ იტალია უნდა იყოს ნეიტრალური ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტში და მოახდინოს ზეწოლა ისრაელზე, რომ შეწყვიტოს თავდასხმები ღაზაზე. მან დასძინა, რომ ეს იქნება მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა რეგიონში.

ასევე ნახეთ: ამერიკამ და ბრიტანეთმა იემენში ჰუთებს ისევ შეუტიეს

იტალიამ პარასკევს განაცხადა, რომ ევროკავშირის წითელი ზღვის საზღვაო მისიის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს "ჰუთების" თავდასხმებისგან გემების დაცვაში.

მისიის მანდატი, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება, იქნება კომერციული გემების დაცვა და თავდასხმების აღკვეთა. თუმცა მისია არ მიიღებს მონაწილეობას ჰუთების წინააღმდეგ თავდასხმებში, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა.