იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი მილანის ჰოსპიტალში რუტინული გამოკვლევებისთვის იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პირადი ექიმი ავრცელებს.
მანამდე, 85 წლის ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იტალიის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გეგმავს.
იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრმა, 2016 წელს, გულის ოპერაცია გაიკეთა. მას ასევე ჰქონდა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. გასული წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, ბერლუსკონი საავადმყოფოში რამდენჯერმე მოხვდა.
ასევე ნახეთ: იტალიის ყოფილი პრემიერი, ბერლუსკონი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანესყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ამჯერად ბერლუსკონი გეგმიურ შემოწმებებს გადის და საავადმყოფოში კვირას, 23 იანვარს მოათავსეს.
სიანფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბერლუსკონი მილანის საავადმყოფოში გასული კვირის ხუთშაბათიდან იმყოფება.