იტალიასა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სავარაუდოდ, გაღრმავდება და ამის მიზეზი მიგრანტების თემა იქნება, აცხადებენ ანალიტიკოსები.
პარიზში, იტალიის ელჩი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის მას შემდეგ დაიბარეს, რაც იტალიის პრემიერ-მისნისტრის მოადგილე ლუიჯი დი მაიომ საფრანგეთი “აფრიკული ქვეყნების გაღარიბებაში” დაადანაშაულა.
კვირას, დი მაიომ განაცხადა, რომ “თუ დღეს ადამიანები აფრიკას ტოვებენ, ეს იმის გამო ხდება, რომ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, პირველ რიგში, საფრანგეთს, აფრიკის კოლონიზაცია არ დაუმთავრებია.”
საფრანგეთის მხრიდან ამ განხცადებას კრიტიკა მოჰყვა, თუმცა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ბრალდებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
საფრანგეთსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ დაიძაბა ლიბიასთან ახლოს, ასობით მიგრანტის დახჩობის შემდეგ. ამ ტრაგიკულმა შემთხვევებმა ევროკავშირის მიგრანტებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე ყურადღება ხელახლა გაამახვილა. რომმა ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციები შეწყვიტა, ევროკავშირის ქვეყნები კი ვერ შეთანხმდნენ სისტემაზე, რომელიც ლტოლვილების ქვოტებს გაანაწილებდა.