ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპულიზმის ახალი სახე


2018 წლის დასასრულისთვის, ევროპაში პოპულისტებმა ახალი ფერი მოირგეს: ყვითელი

"ყვითელი ჟილეტების მოძრაობა" საფრანგეთში საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ დაიწყო და მალე მთელს ქვეყანას მოედო. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა - ლიდერმა, რომელმაც პოპულიზმის ტალღა საკუთარი არჩევით გადალახა, უკან დაიხია, და გადასახადების გაზრდა გადადო.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პოპულიზმის, როგორც პოლიტიკური ძალის, დაბრუნებაზე მიუთითებს.

„2018-ში ეს ტალღა დაბრუნდა. მე ვფიქრობ, მცდარი იყო იმის რწმენა, რომ ტალღა შეჩერდა, ის უბრალოდ მაკრონის უკან იმალებოდა“, - ამბობს გრეგოლი კლაიესი, ბრეგელის პოლიტიკის ინსტიტუტიდან.

მემარჯვენე პოპულიზმი, ამ დრომდე, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში გვხდებოდა, და ის ემიგრაციის შიშით და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებით იყო გამოწვეული. მემარცხენე პოპულიზმი სამხრეთ ევროპაზე ვრცელდებოდა.
გრეგოლი კლაიესი

წელს პოპულიზმს, წინა წლებისგან ის განასხვავებს, რომ 2018-ში რადიკალი მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთად დადგნენ.

„მემარჯვენე პოპულიზმი, ამ დრომდე, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში გვხდებოდა, და ის ემიგრაციის შიშით და იდენტობასთან დაკავშირებული საკითხებით იყო გამოწვეული. მემარცხენე პოპულიზმი სამხრეთ ევროპაზე ვრცელდებოდა, რადგან ეს ის რეგიონია, რომელზეც ფინანსურმა კრიზისმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია, ევროს კრიზისმა და ა.შ. ეს ორი მოძრაობა ცალ-ცალკე გვხვდებოდა. მაგრამ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი, დღეს ჩვენ ორივეს ვხვდებით“, - თქვა კლაიესმა.

კავშირი რადიკალურ ძალებს შორის იტალიაში ოფიციალურად გაფორმდა, როდესაც მემარცხენე „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ და მემარჯვენე „ლიგის“ პარტიამ, მაისში, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიცია შექმნეს.

მათი საერთო მიზანი - იტალიაში მიგრანტების ტალღის შეჩერება და სამთავრობო ხარჯებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებაა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი, ფრანგ პოპულისტ ლიდერ მარინ ლე პენთან ერთად, ევროკავშირის მოწინააღმდეგე პოპულიზმის სახეა.

"ევროპის მტრები ისინი არიან, ვინც ბრიუსელში ბუნკერში არიან გამოკეტილნი“, - აცხადებდა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი.

ბრიუსელი პოლიტიკურმა მიწისძვრამ შეაშფოთა. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც პოპულიზმი და დესტრუქციული ნარატივები ხელახლა იბადება“ - განაცხადა ევროპალამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაჯანიმ.

პოპულისტები ესპანეთშიც მოექცნენ ყურადღების ცენტრი. ბევრი ფიქრობდა, ესპანეთს მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული. თუმცა, პოპულისტი პარტია „ვოქს“ იქ წარმატებას აღწევს.

„ეს პოლიტიკური მოძრაობები ათწლეულების მანძილზე გააგრძელებენ მოქმედებას“, - თქვა პარტიის „ვოქს“ პრეზიდენტმა, სანტიაგო აბასკალიმ.

თუმცა პოპულისტებს კონკურენტებიც ჰყავთ. გერმანიაში, პრო-ევროპულმა "მწვანე პარტიამ" მემარჯვენე პოპულისტი გერმანიის ალტერნატივის პარტია უკან ჩამოიტოვა. უნგრეთში ვიქტორ ორბანის პოპულისტური მთავრობის წინააღმდეგ, ქუჩის დემონსტრაციები გაიმართა. ევროპული პოლიტიკის დანაწევრებამ ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებზე შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს.

ევროპულ დედაქალაქებში წარმატების მიღწევის შემდეგ, პოპულისტური ძალები შეეცდებიან ევროკავშირის სტრუქტურებში მმართველობის სადავეების მოპოვებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG