ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი მექსიკის საზღვარზე ჯარის ჩაყენებით დაიმუქრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე სამხედრო ძალების განლაგებით იმუქრება, თუ მეხიკო მექსიკის გავლით მიგრანტთა ე.წ. ქარავანს არ შეაჩერებს და ადამიანების ამ დიდ ნაკადს შეერთებულ შტატებში გადმოუშვებს.

მიგრანტების ქარავანი ჰონდურასიდან და გვატემალიდან მოემართება ამერიკაში.

3,000-მდე ადამიანი ჰონდურასის ქალაქ სან პედრო სულადან გასულ კვირას დაიძრა. ისინი მექსიკის გავლით შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთას ეცდებიან.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, მიგრანტებს შორის კრიმინალები არიან. ის მექსიკას მოუწოდებს ქარავანი შეაჩეროს და არალეგალ მიგრანტებს ამერიკის საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა არ მისცეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG