ისრაელ-„ჰამასის“ ომის ოთხი თვის თავზე ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი და თადარიგის გენერალი ბენი განცი ამბობს, რომ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების კუთხით მოლაპარაკებებში „ადრეული საიმედო ნიშნები" იკვეთება.
განცი ამბობს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალ რეგიონულ შეთანხმებაზე და მოლაპარაკებები ეხება როგორც მძევლების გათავისუფლებას, ასევე - ღაზის სექტორში ომის შეჩერებას.
ასევე ნახეთ: გაერომ ჩრდილოთ ღაზაში სურსათის მიწოდება შეაჩერა„არის მცდელობები, რომ ხელი შეეწყოს მძევლების შესახებ ახალ შეთანხმებას, არსებობს შესაძლო პროგრესის იმედისმომცემი ადრეული ნიშნები“, - ამბობს განცი და განმარტავს, რომ ისრაელი არ შეწყვეტს გზების ძიებას, რომ „ჩვენი გოგო-ბიჭები სახლში დავაბრუნოთ“.
თადარიგის გენერალი განცი აქვე განმარტავს, რომ თუ ახალი შეთანხმება არ მოხდება, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ღაზის სექტორში და ომი რამადანის, მუსლიმთა წმინდა თვის განმავლობაშიც გაგრძელდება.
ასევე ნახეთ: გაეროში ამერიკამ ისრაელ-"ჰამასის" ომში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება დაბლოკა„თუ მძველებთან მიმართებით ახალი შეთანხმება არ შედგება, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლებს რამადანის პერიოდშიც“, - ამბობს ბენ განცი.