კოვიდ19-ის პანდემიის პარალელურად, მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მეცნიერები ვაქცინის ეფექტიანობის დამატებით კვლევას აგრძელებენ. ისრაელმა კვლევაზე დაფუძნებით ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენების შედეგად, ძლიერ შემცირდა კოვიდ19-ის სიმპტომებიანი პაციენტების რაოდენობა.
კვლევაში 600 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს. ნაშრომის მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებში კოვიდ19-ის სიმპტომები 94%-ით შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით 92 პროცენტით მცირდება რისკი, რომ აცრილ ადამიანში ვირუსმა მძიმე დაავადება გამოიწვიოს.
ასევე ნახეთ: კოვიდი ჯერ არსად მიდის - სიტუაცია მსოფლიოშიმკვლევრებმა შედარება გააკეთეს იმავე რაოდენობის ადამიანებთან, რომლებსაც კოვიდ19-ის ვაქცინა მიღებული არ ჰქონდათ.
"ცალსახაა, რომ "ფაიზერის" ვაქცინა რეალურ ცხოვრებაში ძალიან ეფექტურია და ამას კლინიკური კვლევები ადასტურებს,"- ამბობს რენ ბალიცერი რომელიც ორგანიზაცია "კლალიტში" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერია ინოვაციების მიმართულებით.
ვეისმანის სამეციერო ინსტიტუტის მკვლევრების ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესმა მკვეთრად შეამცირა 55 წლის ზევით ასაკის პაციენტებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.