დღეს, 13 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ისრაელის საელჩოს თანამშრომელს თავს დაესხნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებთ, დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თავდასხმა არ მომხდარა თავად საელჩოს შენობაში, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. პეკინში ისრაელის საელჩო, შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ისეთ ზონაში მდებარეობს, სადაც სხვა საელჩოებიც არის განლაგებული და რომელიც პოლიციის გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი "ტვიტერი"), გადაუმოწმებელი ვიდეოები ვრცელდება. ვიდეოში სისხლიანი მამაკაცი წევს და გამვლელებს ეუბნება, რომ ის ისრაელის საელჩოს თანამშრომელია.
ასევე ნახეთ: მძევლების დაბრუნებამდე ღაზისთვის გამონაკლისი არ იქნება - ისრაელი