ლეონ პანეტა ისრაელში ჩადის

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლეონ პანეტას განცხადებით, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში იზოლაციაში ექცევა, იმ მოვლენების ფონზე რაც წელს რეგიონში განვითარდა. მან ამის შესახებ ისრაელში ვიზიტის წინ განაცხადა. მას შემდეგ რაც თავდაცვის მდივნის თანამდებობა დაიკავა, ეს ლეონ პანეტას პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია. ის ისრაელის ლიდერებს შეხვდება და შეეცდება მათ დარწმუნებას, რომ აუცილებელია პალესტინელებთან ურთიერთობის გადატვირთვა და ეგვიპტესთან და თურქეთთან ურთიერთობების აღდგენა.

„მე მსურს მათ ვკითხო, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ დახმარების გაწევა ამ ურთიერთობების გაუმჯობესებაში. სავსებით ნათელია, რომ ახლო აღმოსავლეთში ამ დრამატულ პერიოდში, როდესაც ამდენი ცვლილება მოხდა, ისრაელი არ არის კარგ მდგომარეობაში და თანდათანობით ექცევა იზოლაციაში,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.

ის ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მდივანს ეჰუდ ბარაკს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პალესტინის ლიდერებთან. ისრაელიდან ლეონ პანეტა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების სამიტზე გაემგზავრება.