ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ბრიუსელში ქაიროდან ჩავიდა


პანეტა ბრიუსელში ქაიროდან ჩავიდა
პანეტა ბრიუსელში ქაიროდან ჩავიდა

ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა აცხადებს, რომ ლიბიაში ნატოს მისია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ქვეყანაში ბრძოლები მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს, რამეთუ გარდამავალმა მთავრობამ ახლა ყურადღება პოლიტიკური მართვის ამოცანებზე უნდა გადაიტანოს.

ბატონი პანეტა ბრიუსელში ქაიროდან ჩავიდა, სადაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები ლიბიის საკითხს განიხილავენ. ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ნატოს მისია ლიბიაში საერთაშორისო ალიანსის მნიშვნელობის და ეფექტურობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ლიბიის ოპერაციის წარმატებაში წამყვანი როლი ევროპულმა ქვეყნებმა ითამაშეს. ბატონმა პანეტამ ასევე აღნიშნა ის ხარვეზები, რაც ლიბიის ოპერაციამ გამოავლინა. კერძოდ კი, უპილოტო თვითმფრინავების - "დრონების" ნაკლეობა, დაზვერვის აგენტურის და საწვავის შევსების პრობლემა.

XS
SM
MD
LG