ისრაელის ცნობით, დღეს სარაკეტო იერიშის შედეგად, ღაზის ჩრდილოეთში მოკლულია პალესტინელთა ერთ-ერთი მაღალი რანგის სამხედრო მეთაური. თელ-ავივის განცხადებით, მათ სამიზნეში მიწისქვეშა გვირაბები ჰქონდათ ამოღებული, რომელთაც ჰამასი და ისლამისტური ჯიჰადისტების დაჯგუფებები ისრაელის ქალაქების დასაბომბად იყენებენ.
ღაზის სექტორში დაძაბულობის განახლებიდან მეორე კვირა დაიწყო. ისრაელს და პალესტინელებს შორის მსგავსი ესკალაცია 2014 წლის დაპირისპირების შემდეგ არ ყოფილა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იზრდება საერთაშორისო შეშფოთება და მოწოდებები დეესკალაციისკენ.
ასევე ნახეთ: ისრაელმა ღაზაზე თავდასხმაში ქვეითი ჯარი და ტანკები ჩართოისლამისტური ჯიჰადის დაჯგუფების მეთაურის ჰასამ აბუ ჰარბიდის მოკვლას, დიდი ალბათობით, პალესტინელთა მხრიდან მწვავე პასუხი მოჰყვება. დაჯგუფება რეგიონში ტერორისტულ ჯგუფ ჰამასთან ერთად იბრძვის. კვირას ღამით პალესტინელების მხრიდან დაახლოებით 60 რაკეტა ისროლეს. თუმცა, ეს გაცილებით ცოტაა წინა დღეებში ნასროლ, 120-დან 200-მდე რაკეტასთან შედარებით.
ისრაელის თავდაცვა აცხადებს, რომ ჰარბიდი "ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული მრავალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმის უკან იდგა". ისრაელის ერთ-ერთი გენერლის თქმით, მის ქვეყანას ბრძოლის გაგრძელება "დაუსრულებლად" შეუძლია.
პალესტინელების ჯანდაცვის უწყების თქმით, ისრაელის მიერ ღამით განხორციელებულ ინტენსიურ სარაკეტო იერიშში, სულ ცოტა, 3 პალესტინელი მოკვდა. ღაზის სექტორში ერთ კვირაში დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 201-ს აღწევს. მათ შორის 58 ბავშვია და 34 ქალი. ისრაელის მხარეს 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.
ასევე ნახეთ: ისრაელში მიმდინარე ძალადობამ ნეთანიაჰუს შესაძლოა ძალაუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოსრეგიონში მორიგ ესკალაციას, წინა ორშაბათს ჰამასის მიერ დაწყებულმა სარაკეტო იერიშმა მისცა ბიძგი. ეს იყო პასუხი დაძაბულობაზე, რომელიც ორ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდება. ერთია კვირაობით გაჭიანურებული სასამართლო პროცესი, რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთში, პალესტინელთა ოჯახების გასახლების ფაქტებს განიხილავდა. მეორე კი - ისრაელის პოლიციის შეტაკებები პალესტინელებთან ალ-აქსას მეჩეთის მახლობლად, მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დროს.
ირაელმა პალესტინელების შეტევას მძლავრი სარაკეტო იერიშებით უპასუხა, რის გამოც ბევრი შენობა დაინგრა და 42 ადამიანი მოკვდა, მათ შორის - 10 ბავშვი. მას შემდეგ მხარეებს შორის ცეცხლი არ შეწყვეტილა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელს და პალესტინელებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მან რეგიონში სპეციალური დესპანიც გააგზავნა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაპირისპირებულ მხარეებთან ცეცხლის შეწყვეტის მდგრად გეგმაზე მუშაობს.