4 დეკემბერს ისრაელმა ღაზაში მოსახლეობას სამხრეთში მდებარე მთავარი ქალაქის ტერიტორიის დატოვება. ისრაელის ძალებმა ქალაქ ხან იუნისის ზოგიერთ მონაკვეთზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. მოსახლეობამ დაცულ ზონად გამოყოფილ ადგილებს მიაშურა, თუმცა პალესტინური მხარე იუწყება, რომ ისრაელმა ამ ადგილებზეც მიიტანა შეტევა.
ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს დილით X-ზე გამოაქვეყნეს რუკა, სადაც ქალაქ ხან იუნისის, დაახლოებით, მეოთხედი მონიშნულია ყვითლად, როგორც ტერიტორია, რომლის დაუყოვნებელი ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. სამი ისარი მიმართული იყო სამხრეთისა და დასავლეთისკენ, რომლებიც მოსახლეობას აფრთხილებდა გადასულიყვნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და რაფაში, ეგვიპტის საზღვართან.
ისრაელის არმიის მთავარმა არაბულენოვანმა წარმომადგენელმა მოგვიანებით X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ ცენტრალური გზა ხან იუნისიდან ჩრდილოეთით „ბრძოლის ველია" და ახლა დაკეტილია.
რაფაში, ღამით ერთ ადგილზე დაბომბვამ კალათბურთის მოედნის ზომის კრატერი წარმოქმნა. გავრცელდა ნანგრევებში გარდაცვლილი ბავშვის კადრები.
ისრაელი "ჰამასს" მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებაში და მათ ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს. ამაში შედის "ჰამასის" მებრძოლების მიერ სამოქალაქო ნაგებოების ქვეშ განთავსებული გვირაბებიდან ბრძოლაც, რომელთა განადგურებაც მხოლოდ დიდი ბომბებითაა შესაძლებელი. "ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.
ასევე ნახეთ: "ღაზა ბავშვებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილია" - გაეროს ბავშვთა ფონდიომის დაწყებიდან, ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი მოსახლეობის 80 პროცენტმა სახლები დატოვა. შედეგად ხალხმრავალი სანაპირო ზოლის დიდი ნაწილი უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. ანკლავის სამედიცინო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა 15,500-ზე მეტი ადამიანი, ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და სავარაუდოდ, ნანგრევებშია დამარხული.
ისრაელმა „ჰამასის“ ისლამისტების განადგურების მიზნით, ომი 7 ოქტომბერს დაიწყო „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. დაჯგუფებამ ისრაელზე სასტიკი თავდასხმის დროს 1200 ადამიანი მოკლა და 240 მძევლად აიყვანა.
ისრაელის ძალებმა ნოემბერში ძირითადად დაიკავეს ჩრდილოეთ ღაზა და მას შემდეგ, რაც პარასკევს ერთკვირიანი ზავი დასრულდა, მათ სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ნაწილში გააგრძელეს.
"ჩრდილოეთ მონაკვეთზე მიზნები თითქმის მიღწეულია", - განუცხადა ისრაელის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის დანაყოფის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჰიშამ იბრაჰიმმა ისრაელის არმიის რადიოს. „ჩვენ ვიწყებთ სახმელეთო მანევრების გაფართოებას სექტორის სხვა ნაწილებზე, ერთი მიზნით: ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ განადგურება“.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი ევაკუაციის ბრძანებები მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ზიანისგან და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაეხმარონ ღაზის მოსახლეობას გადავიდნენ ისრაელის რუკებზე უსაფრთხოდ დასახელებულ ტერიტორიებზე.
ასევე ნახეთ: გაეროს კომისია, "ჰამასის" მიერ სექსუალურ ძალადობას გამოიძიებსმათ ვინც ხან იუნისი, ორშაბათს დატოვეს, ბევრი უკვე დევნილი იყო სხვა რაიონებიდან.
ისრაელის მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა საჯაროდ მოუწოდა მას მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ღაზის სამხრეთში, ვიდრე გასულ თვეში ჩრდილოეთში წარმოებული ოპერაციის დროს.