ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუტერეში ღაზაში "ნამდვილ ჰუმანიტარულ პაუზას" ითხოვს


გაეროს გენერალურმა მდივანმა ოთხშაბათს ისრაელს და "ჰამასს" მოუწოდა გაახანგრძლივონ დროებითი ზავი და დასძინა, რომ რვაკვირიან ომში "ნამდვილი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა" არის საჭირო.

„ღაზის მოსახლეობა ეპიკურ ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის მსოფლიოს თვალწინ“, - თქვა ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალზე. "ჩვენ ამას თვალი არ უნდა ავარიდოთ".

ის მიესალმა ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების ღაზაში შესვლას საწვავისა და მედიკამენტების მისაწოდებლად. ჰუმანიტარული პაუზა ღაზაში პარასკევს დაიწყო და მას შემდეგ მხარეებმა "ჰამასის" 60 მძევალი და 180 პალესტინელი პატიმარი გაცვალეს.

გუტერეშმა თქვა, რომ „ბევრად, ბევრად მეტია“ გასაკეთებელი ღაზაში მცხოვრები 2,2 მილიონი ადამიანის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მან მოუწოდა ისრაელს დამატებითი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები გახსნას, რადგან ის ერთი პუნქტი, რომელიც ახლაა ხელმისაწვდომი, საკმარისი არ არის.

7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა, რომლის შედეგადაც აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჯგუფმა 1200 ადამიანი მოკლა და ასობით ადამიანი მძევლად აიყვანა. ისრაელმა თავდასხმას ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით უპასუხა.

„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ომის შედეგად ღაზაში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

XS
SM
MD
LG