თუზ ხურმატოს მახლობლად მთავრობის მხარდამჭერი გასამხედროებული დაჯგუფების 7 წევრი მოკლეს
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ თუზ ხურმატოს მახლობლად მთავრობის მხარდამჭერი გასამხედროებული შენაერთის 7 მებრძოლი მოკლეს. ინციდენტის დროს ასევე დაიჭრა 8 ადამიანი.
ერაყის პოლიციის ინფორმაციით, ერაყის არმიის ფორმაში გადაცმულმა მეამბოხეებმა მთავრობის მხარდამჭერი დაჯგუფების წევრები საგუშაგოზე ერთად შეკრიბეს, მოშორებით გადაიყვანეს და დახვრიტეს.
ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ხელისუფლების მხრდამჭერ სუნიტურ დაჯგუფებაზე თავდასხმებით წარსულში ერაყში მოქმედი ალ ყაიდას დაჯგუფება გამოირჩეოდა.