ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარი თავდასხმები შურისძიება იყო


ინციდენტების შედეგად, რომლებიც ძირითადად შიიტურ დასახლებებში მოხდა,28 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

ალ ყაიდას ერაყის განშტოებამ ბაღდადში მომხდარ დაბომბვებზე პასუხისმგებლობა იკისრა. აფეთქება კვირას ბაღდადის გადატვირთულ ბაზარში და კიდევ რამდენიმე სხვა ადგილას მოხდა. თავდასხმებს ჯამში 28 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტების შედეგად, რომლებიც ძირითადად შიიტურ დასახლებებში მოხდა, 100 ადამიანზე მეტი დაშავდა.

ალ ყაედასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ ერაყის ისლამური სახელმწიფო, განაცხადა, რომ თავდასხმები ქევყნის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორება იყო. ისინი ხელისუფლებას სუნიტი მუსლიმების რეპრესირებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG