ერაყის პოლიციის განცხადებით, ბაღდადის შიიტურ რეგიონში რამდენიმე ბომბი აფეთქდა, რასაც დაახლოებით 30 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინციდენტების შედეგად ასევე დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი.
კვირას აფეთქებები ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში მოხდა. სხვადასხვა ანგარიშებით, მსხვერპლი რაოდენობა შეიძლება 37 იყოს.
ყველაზე მასშტაბური აფეთქებები შიიტურ ქალაქ სადრში მოხდა, სადაც სამ მანქანაში ჩამონტაჟებული ძლიერი ბომბები ერთდროულად აფეთქდა. სხვა ინციდენტები ამინის, ჰაბიბიას, კამილიას და კარადას უბნებში მოხდა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე. თუმცა ექსპერტების განცხადებით, თავდასხმები შესაძლოა სუნიტი უმცირესობის მიერ მოწყობილი პროვოკაციაა, რომლის დანიშნულებაც ერაყში რელიგიურ სექტებს შორის დაპირისპირების განახლება და შიიტური მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაციაა.