ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ორშაბათს, ირანის რევულუციურმა გვარდიამ რაკეტების ახალი მიწისქვეშა საცავი გახსნა.
გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია გავრდიის სარდლის, გენერალ ჰოსეინ სალამის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები მისი შენაერთების სამხედრო ფლოტს გააძლიერებს. ტელევიზიით გადაიცა ვიდეო მასალა, რომელიც აჩვენებს ბევრ რაკეტას დახურულ სივრცეში, რომელიც მიწისქვეშა დერეფანს წააგავს. ინფორმაციაში ნათქვამი არ არის, თუ ობიექტი სად მდებარეობს ან იქ რამდენი რაკეტა ინახება.
ასევე ნახეთ: ირანი "ამერიკელი ფილანტროპებისგან" "ფაიზერის" ვაქცინის 150,000 დოზას მიიღებს
2011 წლიდან, ირანი მთელ ქვეყანაში და ასევე სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს მიწისქვეშა ობიექტებს აშენებდა. ირანი აცხადებს, რომ აქვს რაკეტები, რომლებსაც 2 ათასი კილომეტრის გადალახვა შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის დიდი ნაწილი, მათ შორის ისრაელი, რაკეტების წვდომის ფარგლებშია.
შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები ირანის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებს საფრთხედ აღიქვამენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის შეთანხმებიდან გამოსვლასთან ერთად, ირანი თავის ვალდებულებებს თანდათან არღვევდა.
ასევე ნახეთ: ირანი აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბირთვულ ნაგებობაში ურანით გამდიდრება განაახლა
გასული წლის ივლისში, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მიწისქვეშა ბალისტიკური რაკეტების გაშვება მოახდინა, რაც იმ წვრთნების ნაწილი იყო, რომელშიც ჰორმუზის სრუტეში ამერიკული ავიამზიდის მაკეტი იყო ჩართული.