საერთაშორისო საზოგადოებასთან ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკება ახალ ეტაპზე გადადის
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკება ჟენევაში საგრძნობლად დაწინაურდა და „აქამდე არნახული სერიოზულობის ხარისხს აჩვენებს“. თუმცა, მან იმ გარემოებასაც გაუსვა ხაზი, რომ ამ საკითხებში მნიშვნელოვანი გარღვევის მოლოდინი ჯერჯერობით არ უნდა გვქონდეს.
შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ირანისგან უტყუარ დასაბუთებას მოითხოვენ, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობას არ აწარმოებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ირანის ინტერესების გათვალისწინება, რომელიც საერთაშორისო სანქციების გაიოლებას უკავშირდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯავად ზარიფის თქმით, მას იმედი აქვს, რომ „უსარგებლო კრიზისის“ დაძლევის საქმეში ჟენევაში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყება.