ირანი დასავლეთს ემუქრება

ირანი დასავლეთს ემუქრება

ირანი დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ჰორმუზის სრუტეში გამავალ ნავთობის მილსადენს, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი ახალ სანქციებს დააწესებს ნავთობის ექსპორტზე ირანიდან. ამის შესახებ განცხადება ვიცე პრეზიდენტმა მოჰამად რეზა რაჰიმიმ გააკეთა. მან დასძინა, რომ თუ სანქციები ძალაში შევა "მაშინ ჰორმუზის სრუტის მილსადენში ერთი წვეთი ნავთობიც ვერ გაივლის". მისივე თქმით, ირანს არ სურს დაპირისპირება დასავლეთთან, მაგრამ ეს უკანასკნელი თავის გეგმებს მაინც ახორციელებს.

ამასობაში ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მარკ ტონერმა ირანის მუქარას აბსურდი უწოდა და დაამატა, რომ თეირანი ამგვარად ცდილობს ყურადღების გადატანას მთავარი პრობლემიდან, რაც ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობლობაში მდგომარეობს.