ირანი აცხადებს, რომ მას არც ერთი დრონი არ დაუკარგავს. ამით ქვეყნის ოფიციალური პირები უარყოფენ ამერიკული მხარის მტკიცებას, რომ ამერიკის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი გაანადგურეს. "ჩვენ არც ჰორმუზში და არც სადმე სხვაგან, არც ერთი დრონი არ დაგვიკარგავს", - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აბას არაღჩი. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ "წუხს", იქნებ ამერიკულმა მხარემ შეცდომით საკუთარი დრონი ჩამოაგდო.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკულმა მხარემ ის ირანული დრონი გაანადგურა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა. მისი თქმით, ის 900 მეტრზე მიუახლოვდა გემს და მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, უკან დაეხია, ასე არ მოხდა. "დრონი დაუყოვნებლივ განადგურდა", - ამბობს პრეზიდენტი და დასძენს: "ეს არის ყველაზე ახალი შემთხვევა ირანის იმ ბევრ პროვოკაციულ და მტრულ ქმედებას შორის, რომელიც საერთაშორისო წყლებში მცურავი ხომალდების წინააღმდეგაა მიმართული".
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა, რომელიც ხუთშაბათს ნიუ-იორკში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ "დრონის დაკარგვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს".