ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენა შესაძლებელია


დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯერემი ჰანთი
დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯერემი ჰანთი

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯერემი ჰანთმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულის შეთახნმება „ჯერ მკვდარი არ არის“ და რომ მისი გადარჩენა კვლავ შესაძლებელია. მან აღნიშნულ საკითხზე ბრიუსელში განმგზავრებამდე ისაუბრა, სადაც ის გაერთიანების სხვა საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ირანის ბირთვული შეთანხმება 2015 წელს იქნა მოლაპარაკებული ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ბრიტანეთის საგარეო მდივანმა განაცხადა, რომ ირანი მინიმუმ ერთი წელი აშორებს ბირთვული მოწყობილობის შექმნის შესაძლებლობიდან.

საგარეო მდივანის კომენტარები, შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის ელჩის გადადგომას მოჰყვა. გასულ კვირას, დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიმ დეროქმა თანამდებობა დიპლომატიური კომუნიკაციის გაჟონვის შემდეგ, დატოვა. დიპლომატიურ მიმოწერაში დეროქი შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა.

დეროქმა თავის განცხადებაში თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფლებამოსილება ამ წლის ბოლომდე არ იწურება, მჯერა, რომ არსებულ ვითარებაში ახალი ელჩის დანიშვნის შესაძლებლობის შექმნა, პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება.“

ის ვაშინგტონში ბრიტანეთის უმაღლესი დიპლომატი 2016 წლიდან იყო.

ტრამპის დახასიათებაში დეროქი შეერთებული შტატების ლიდერს აღწერდა, როგორც „არაადეკვატურს“, „არასაიმედოს“ და „არაკომპეტენტურს“. მის ადმინისტრაციას კი „უნიკალურად უუნაროს“ უწოდებდა.

ეს მესიჯები უფროსი ბრიტანელი მინისტრების და საჯარო მოხელეებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ხელისუფლებას სჯერა, რომ გაჟონვის ავტორს ბრიტანელ პოლიტიკოსებს ან ოფიციალურ პირებს შორის აღმოაჩენენ და ამაში უცხო სახელმწიფო არ ჩარეულა.

ტრამპი ამ ამბავს „ტვიტერით გამოეპასუხა, დეროქს „ძალიან ბრიყვი კაცი“ და „გაბღენძილი სულელი“ უწოდა და ასევე გამოაცხადა, რომ მასთან „საქმეს აღარ დაიჭერს“.

შეერთებულმა შტატებმა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, გასულ წელს დატოვა. შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ, თეირანისთვის სანქციების შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.

გაჟონილი დიპლომატიური კომუნიკაციის მიხედვით 2018 წლის მაისში, დაროქი ლონდონს აცნობებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწვეტილება დატოვოს ირანის შეთანხმება „დიპლომატიური ვანდალიზმის აქტია“.

ბორის ჯონსონმა, ბრიტანეთის კონსერვატორ პარლამენტარებს შორის პრემიერ-მინისტრობის მთავარმა პრეტედენტმა, გაჟონილი ინფორმაციის მნიშვნელობა უგულვებელყო. მან თქვა, რომ ეს „სამარცხვინოა, თუმცა არ წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს“.

2018 წლის მაისში, ჯონსონი, მაშინ ბრიტნეთის საგარეო მდივანი, ვაშინგტონს ეწვია და ეცადა პრეზიდენტი ტრამპი დაერწმუნებინა არ დაეტოვებინა შეთანხმება. ვიზიტის შემდეგ, ბრიტანეთის ელჩმა, დედაქალაქს აცნობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში უთანხმოება არსებობდა შეთანხმების დატოვების გარშემო. დიპლომატმა ვაშინგტონი თეირანის მიმართ მდგრადი სტრატეგიის არქონის გამო გააკრიტიკა.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ხანია ირანის შეთანხმებას აკრიტიკებს. მან ირანის წინააღდეგ ეკონომიკური სანქციები განაახლა და დამატებითი სანქციებიც მიიღო. სანქციების მიზანი ირანის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლის გაზრდაა.

ბირთვული შეთანხმების სხვა ხელმომწერები მის გადარჩენას ცდილობენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა თეირანი აცხადებს, რომ მათ გამდიდრებული ურანის შეთანხმებით შეზღუდულ რაოდენობას გადააჭარბეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG