ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლომდე ისინი მსოფლიოს ლიდერებთან მათი ატომური პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინფორმაცია აქვთ ამის შესახებ, თუმცა "მეტი დეტალი" ჯერ არ იციან. საუბარია 2015 წელს დადებულ საერთაშორისო პაქტზე. სწორედ მაშინ დაიწყო აქტიური დიალოგი და მოალაპარაკებები ირანსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ამ თემაზე.
"როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, რომ დავუბრუნდეთ ვენის ფორმატს და კვლავ გვჯერა, რომ შესაძლებელია სწრაფად მივაღწიოთ ურთიერთგაგებას ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით და სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ის მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების მე-6 რაუნდის დროს, ივნისში, დავხურავთ იმ რამდენიმე მცირე საკითხს, რომელიც ახლა დღის წესრიგში დგას",- თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ასევე ნახეთ: ირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების იმედები მცირდებათუმცა, მოლაპარაკების მზაობა ამერიკის მხრიდან არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ყველა ტიპის დათმობაზე წავა. "ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ შესაძლებლობის ფანჯარა მუდმივად ღია არ იქნება მაშინ, როდესაც ირანი განაგძრობს პროვოკაციული ატომური ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, იმედი გვაქვს ისინი ვენაში ჩამოვლენ სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად",- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
2015 წლის მოლაპარაკება ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს, ჩინეთსა და ევროკავშირს აერთიანებდა. თუმცა, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს ამერიკას დაატოვებინა ეს შეთანხმება და ირანს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
მას შემდეგ, არსებული ინფორმაციით, ირანმა ურანის გამდიდრება 60%-მდე აიყვანა, თუმცა არ მომხდარა მისი გამდიდრება 90%-მდე, რაც იარაღის შექმნის მაჩვენებელია. ირანი უკვე წლებია უარყოფს იმას, რომ ისინი ატომურ იარაღს აწარმოებენ და ამტკიცებს, რომ ატომური პროგრამა მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.