ამერიკის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, აღიარა, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, ასპონსორებდა ტერორიზმს, მათ შორის საქართველოში, ჩეჩნეთში, სირიასა და უკრაინაში. ამ რეზოლუციასთან ერთად, სენატში უკრაინის მხრადასაჭერი და რუსეთის საწინააღმდეგო რამდენიმე რეზოლუციაა წარდგენილი. სწორედ ამ თემებზე ესაუბრა სენატორი ჯეიმს რიში "ამერიკის ხმის" უკრაინულ განყოფილებას.
თქვენ უკრაინასთან დაკავშირებული, ბევრი რეზოლუციისა და ინიცატივის ავტორი და თანაავტორი ხართ. მათ შორის ერთ-ერთია რუსეთის უკრაინაში ქმედებების გენოციდად აღიარება. თუ შეგიძლიათ, რომ მეტი გვითხრათ ამ რეზოლუციაზე და მის მთავარ მიზნებზე?
მთავარი და მნიშვნელოვანი მიზანი ისაა, რომ ეს [ქმედებები] ვაღიაროთ იმად, რაც არის, რომ ამერიკამ ოფიციალურად აღიაროს ეს გენოციდად. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ ამ სისასტიკეების კეთება ადამიანს სხვა ადამიანებისთვის შეუძლიათ. მაგრამ პუტინმა ეს გააკეთა, რუსებმა ეს გააკეთეს- ამაზე პასუხი უნდა მოეთხვოთ და ამაზე მსოფლიომ ყურადღება უნდა გაამახვილოს.
ასევე ნახეთ: სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოსექსპერტები ამბობენ, რომ რეზოლუცია არაა ისეთი ძლიერი, როგორიც კანონი, ამიტომ მას, შესაძლოა დიდი გავლენა არ ჰქონდეს. თუ ეს რეზოლუცია მიიიღებს კონგრესის თანხმობას, მაშინ რა ძალა ექნება მას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად?
როგორც გითხარით, მიზანია, რომ ხაზი გავუსვათ და ვაღიაროთ [რუსეთის ქმედებები] გენოციდად. რას გააკეთებს ეს? ეს დაგვეხმარება სხვა კანონმდებლობების გატანასა და დამტკიცებაში. მაგალითად, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად, დამფინანსებლად აღიარების და მსგავსი თემების. გენოციდი ნამდვილად მათთან ერთად განიხილება, მას ხაზს უსვამს, ძალას აძლევს და ფუნდამენტურად უფრო ძლიერ განცხადებებად წარმოაჩენს მათ.
თქვენ ასევე წარადგინეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკანონმდებლო აქტი. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამის შესახებ?
როგორც ყველამ ვიცით, მილიარდობით ადამიანის პლანეტაზე ყოფნის პარალელურად, მუდმივად ვდგავართ ადამიანების შიმშილის პრობლემის წინაშე. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, სურსათის მთავარი მიმწოდებელი ვართ, იქნება ეს იმ მიმართულებით, რომ საკუთარს ვაწარმოებთ, თუ იმ მიმართულებით, რომ სხვა ადგილებიდან ვყიდულობთ საკვებს, ხალხის დასახმარებლად.
ამ კანონმდებლობით, მოხდება სურსათის მიწოდების პრიორიტეტიზაცია, თუ სადაა ის მეტად საჭირო. ასევე, კანონმდებლობა მოგვიწოდებს, რომ წინ წავწიოთ ის ხალხი, ვისაც არ აქვს საკვები, რათა მათ შეძლონ საკუთარი პროდუქტის წარმოება. ამ კანონმდებლობაში ბევრი პროგნოზია, რომელიც მსოფლიოში შიმშილს მიემართება და ეს რეალური პრობლემაა.
ასევე ნახეთ: ვაშინგტონი მოსკოვს პატიმრების გაცვლას სთავაზობსმსოფლიოში შიმშილზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ სტაბოლში [რუსეთსა და უკრაინას შორის] მიღწეული შეთანხმებიდან მეორე დღეს, რუსეთმა უკრაინული პორტი ოდესაში დაბომბა. თქვენი აზრით, რა სიგნალი მოდის დასავლური, დემოკრატიული სამყაროსგან- აქვს რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს აზრი ამ ეტაპზე?
რუსების ნდობა არ შეიძლება. ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ მოწმობს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა ვესაუბროთ, ჩვენ უმეტეს შემთხვევებში ვცდილობთ, რომ ვესაუბროთ ადამიანებს მაშინაც კი, როდესაც მათ არ ვეთანხმებით.
ოდესის დაბომბვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო სიგნალი, ნიშანი რუსებისგან, რომ შესაძლოა ისინი ამაზე დათანხმდნენ, მაგრამ მათთვის აუცილებელი არაა, რომ პირობა შეასრულონ. ისინი ასეთები არიან.
იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება, რუსების მიმართ დამოკიდებულება, მათი არასანდოობა, რომელიც ერთხელ კიდევ დაამტკიცეს, არასდროს შეიცვლება, არასდროს დასრულდება. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს მსოფლიოს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ეს ძალიან დიდხანს გაგრძელება, მას შემდეგაც კი, როდესაც უკრაინაში სროლები შეწყდება.
ასევე ნახეთ: უკრაინელმა სახმედროებმა ქვეყნის სამხრეთით იერიშები გააძლიერესთქვენ კიდევ ბევრი ინიციატივა წარადგინეთ, მაგრამ ამ დრომდე არცერთი მათგანი კონგრესს არ დაუმტკიცებია. როგორ ფიქრობთ, როდის დაამტკიცებს კონგრესი ახალ ინიციატივებს?
გლობალური უსაფრთოხების ინიცატივა, ალბათ უფრო ჩამორჩება დროში, თუმცა გენოციდისა და ტერორიზმი სპონსორობის შესახებ რეზოლუციების დამტკიცების თაობაზე, ძალიან დიდი იმედები გვაქვს.
მომავალ კვირას, ნატოში ფინეთისა და შევედეთის გაწევრიანებას განვიხილავთ. ეს პირდაპირ კავშირში არა, მაგრამ ირიბ კავშირში ნამდვილადაა უკრაინასთან. პუტინმა თავის თავს ეს თვითონ გაუკეთა და სიტუაციამ ეს ორი ქვეყანა აიძულა, რომ ნატოში გაწევრიანებულიყვნენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნატოს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, ან შესაძლებლობა იმისთვის, რომ გადაწყვიტოს, ვის შეუძლია იყოს, ან არა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი.