ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელმა სახმედროებმა ქვეყნის სამხრეთით იერიშები გააძლიერეს


უკრაინის სამხრეთ ქალაქები, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ არის ახლა უკრაინული ჯარის მთავარი სამიზნეა. კიევის მიზანია ქალაქების დეოკუპაცია მოხდეს და ტერიტორიიდან რუსი სამხედროები განდევნონ. შეტევის პარალელურად მოსკოვი უკვე აღებულ ტერიტორიების გასამაგრებლად დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს.

მთავარი აქცენტი ახლა ხერსონზე კეთდება, რომელიც რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს ესაზღვრება.

კიევი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინულმა ავიაციამ იერიშები მიიტანეს ხერსონში რუსეთის ხუთ დასაყრდენ წერტილზე, რომელიც ოკუპანტებს ქალაქის გასამაგრებლად სჭირდებათ.

ომი კარიკატურებში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

ბრიტანული სამხედრო დაზვერვა, რომელიც უკრაინას დახმარებას უწევს, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში იმპულსს იძენს“.

ბოლო კვირების განმავლობაში კიევმა შეძლო რეგიონში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღდგენა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს პრელუდია, რასაც უკრაინა სამხრეთის დაბრუნებას უწოდებს.

რუსეთის თავდაცვა უკრაინელთა კონტრშეტევის გამო შეშფოთებული არ არის. მოსკოვი კიევს სიცრუეში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ მომავალ კვირაში კონტრშეტევით ხერსონის რეგიონის გათავისუფლება მოხდება „სიცხრუეა“. ამას ამბობს სააგენტო „რიასთან“ საუბრის დროს კირილ სტრემუსოვი.

XS
SM
MD
LG