შეპარდი: პუტინს შიდა ლეგიტიმაცია სჭირდება, ამიტომ ჩაატარა რეფერენდუმი ძალაუფლებაში 2036 წლამდე დასარჩენად

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმი დამთავრდა. ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. რას ნიშნავს პუტინის პრეზიდენტობა კიდევ 16 წელი რუსეთისთვის? მსოფლიოსთვის? და საქართველოსთვის? რატომ ჩაატარა პუტინმა რეფერენდუმი მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მის გარეშეც შეეძლო? "ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმის" ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ ისტორიულად, რუსეთში პოლიტიკური კატაკლიზმები მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მსოფლიოში დიდი ძვრებია. იქნება თუ არა კორონავირუსის პანდემია რუსეთში პოლიტიკური ცვლილების დასაწყისი?

ბატონო რობინ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. რუსეთში რეფერენდუმი დამთავრდა. ეს ბოლო ნაბიჯი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად. საკანონმდებლო პროცესის დამთავრების შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს რუსეთისთვის?

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ყოველთვის ის ხდება, რის მოლოდინიც გვაქვს. რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში შეიძლება მოთამაშეები გადააადგილო, პრეზიდენტად მედვედევი აირჩიო, მაგრამ საბოლოო ჯამში, იცი, რომ ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა არსად მიდიან. ამ, ეგრეთწოდებული, საკონსტიტუციო ცვლილებებითაც ეს დავინახეთ - სინამდვილეში არაფერი იცვლება.

რუსეთს სურს სჯეროდეს და მსოფლიოს დაანახოს, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა.  რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, მას არ აქვს საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში კარგი საქმეები აკეთოს.

რას ნიშნავს ეს მსოფლიოსთვის?

მსოფლიოსთვის ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი იგივე ტრაექტორიაზე დარჩება, რომელზეც ბოლო 20 წელია დგას. საინტერესოა ის, რამდენად დიდი ძალა აქვს რუსეთს და უფრო საინტერესოა ის, რომ ეს ძალა მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია ყველასთვის, მათ შორის, ჩინეთისთვისაც. სირია ამის კარგი მაგალითია. რუსეთს იქ უკიდურესად ნეგატიური როლი აქვს, საქართველოსა და უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვა. რუსეთს სურს სჯეროდეს და მსოფლიოს დაანახოს, რომ მნიშვნელოვანი მოთამაშეა. რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, მას არ აქვს საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში კარგი საქმეები აკეთოს. უამრავი მტკიცებულება გვაქვს დასკვნის გასაკეთებლად, რომ რუსეთი გააგრძელებს საერთაშორისო დონეზე პრობლემების შექმნას და ძალიან ცოტა კარგ საქმეს გააკეთებს.

თქვენი აზრით, რატომ გადაწყვიტა პუტინმა რეფერენდუმის გამართვა? საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ნაბიჯს სკეპტიკურად აფასებს, ქვეყნის შიგნით უკმაყოფილების ტალღა გაჩნდა. როგორ ხსნით ამ ნაბიჯს?

Your browser doesn’t support HTML5

პუტინის დიქტატურა - რეფერენდუმის შედეგები

ოპტიმისტები ამ შეკითხვაზე იტყოდნენ, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ როცა დრო მოვა და ის ხელისუფლებიდან წასვლას გადაწყვეტს, უნდა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა გამართული და ისეთ მდგომარეობაში დატოვოს, როგორიც საუკეთესო იქნება რუსი ხალხისთვის. ეს უკიდურესად ოპტიმისტური შეფასებაა. ჩემი აზრით, ისეთ ლიდერებს, როგორიც პუტინია, საკუთარი ხალხისგან ლეგიტიმაციის მიღება სურთ. რეჟიმს ლეგიტიმაცია სჭირდება. ეს ყველა ავტოკრატის შემთხვევაში ასეა.

ჩემი აზრით, ისეთ ლიდერებს, როგორიც პუტინია, საკუთარი ხალხისგან ლეგიტიმაციის მიღება სურთ. რეჟიმს ლეგიტიმაცია სჭირდება. ეს ყველა ავტოკრატის შემთხვევაში ასეა. ლეგიტიმაციის ამ სურვილს მეორე მხარე აქვს.  ავტოკრატები ხალხს აჩვენებენ, რომ მათ ხმას, მათ მოსაზრებას, ლიდერისთვის მნიშვნელობა აქვს.  დროთა განმავლობაში ეს საზოგადოებას საკუთარი ხმის ძალას აჩვენებს.

ლეგიტიმაციის ამ სურვილს მეორე მხარე აქვს. ავტოკრატები ხალხს აჩვენებენ, რომ მათ ხმას, მათ მოსაზრებას, ლიდერისთვის მნიშვნელობა აქვს. დროთა განმავლობაში ეს საზოგადოებას საკუთარი ხმის ძალას აჩვენებს. ეს ცხადია გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ რუსებმა შეიძლება რაღაც მომენტში გააცნობიერონ, რომ ხალხს ძალა აქვს და საკუთარ მთავრობას ანგარიშვალდებულება დააკისრონ.

ლევადას გამოკითხვების თანახმად, პუტინის რეიტინგები დაბალია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მას გამოკითხულთა 25 პროცენტი ენდობა. 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში კი ნდობის მაჩვენებელი 10 პროცენტია. გრძელვადიან ტრენდებს უნდა დავაკვირდეთ. მე არ მინდა რუსეთზე ხელი ბოლომდე ჩავიქნიო და ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგომარეობა შეიცვლება.

იქიდან გამომდინარე, რაც თქვით, თუ ახალგაზრდები რეჟიმს არ ენდობიან, რამდენად მოსალოდნელია მათგან მთავრობისთვის წინააღმდეგობის გაწევა?

რუსეთის დაუნდობელი რეალობა ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რეჟიმს ექზისტენციალურ საფრთხეს უქმნის, იქნება ეს ანა პოლიტკოვსკაია, ბორის ნემცოვი და კიდევ ბევრი სხვა - მათ უბრალოდ კლავენ. ასეთია არსებული რეჟიმის ხასიათი. ისინი აქა-იქ ზოგიერთ ადამიანს აძლევენ წერის ან პროტესტის გამოხატვის საშუალებას. მაგრამ როგორც კი ამ ადამიანს მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვის ძალა ეძლევა, მას სასტიკად უსწორდებიან და კლავენ კიდეც. ხალხს ეშინია.

როგორ აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა იმას, რაც რუსეთში ხდება? 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი იყო ერთი ვადით. შემდეგ პუტინი ორი ვადით ისევ დაბრუნდა და ახლა დამატებით ორი 6 წლიანი ვადა დაიმატა. როგორ აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობა მის ლეგიტიმურობას?

საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმურობა ძალიან განსხვავდება ადგილობრივ დონეზე ლეგიტიმურობისგან. მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაეროს წევრი ხდება, მას საერთაშორისო თანამეგობრობა ლეგიტიმურად აღიარებს. ევროპაში ბევრ ქვეყანას არ მოსწონს პუტინის მოქმედებები, მაგრამ ამის გამო, პუტინის მთავრობის ლეგიტიმურობის თემა არ განიხილება. დასავლეთი პუტინს წინააღმდეგობას მაშინ უწევს, როცა ის მაგალითად, ყირიმის ანექსიას ახდენს, ევროპის ქალაქებში ადამიანებს კლავს და ქვეყნების ტერიტორიებს იპყრობს. დასავლეთს პუტინის მოქმედებები არ მოსწონს, მაგრამ მისი რეჟიმის ლეგიტიმურობის საკითხში არავინ ერევა.

თქვენ რამდენიმე კონფლიქტი ახსენეთ - საქართველო, უკრაინა, სირია. რუსეთი ამ კონფლიქტების მონაწილე მხარეა. ახლა, როცა პუტინის მმართველობა კიდევ ამდენი ხნით გახანგრძლივდა, თქვენი აზრით, მატულობს თუ არა დასავლეთში შეშფოთება რუსეთის საერთაშორისო როლთან დაკავშირებით და უნდა გააკეთოს თუ არა რამე დემოკრატიულმა სამყარომ პუტინის შესაკავებლად?

Your browser doesn’t support HTML5

შეპარდი: რეფერენდუმით რუსეთში სინამდვილეში არაფერი შცვლილა

ვფიქრობ, ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, უნდა გაგრძელდეს. უნდა გავაგრძელოთ რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ბიზნესების დასჯა. ეს შედარებით ეფექტური ბერკეტია. რეჟიმს უნდა ვუთხრათ და მივახვედროთ, რომ მის მოქმედებებს საფასური მოჰყვება. გარდა ამისა, რუსეთის სამეზობლოში ქვეყნებს, საქართველოს, უკრაინას, სხვებს უნდა დავეხმაროთ დემოკრატიის მშენებლობაში. პუტინს და მის მსგავს ლიდერებს ეშინიათ მათ საზღვრებზე დემოკრატიების არსებობის. ამიტომ, დასავლეთის მხრიდან ამ ქვეყნების დახმარება კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც პუტინის წინააღმდეგ რბილი ძალის გამოყენებით მუშაობს. ესც ძალიან ეფექტური მეთოდია. ​

ასევე ნახეთ: რუსეთი უარყოფს „ტერიტორიული პრეტენზიების“ ქონას, თუმცა ეს რაზე მეტყველებს?

რუსეთი მომდევნო 16 წლის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე მიმართულებით განვითარდეს. თქვენი აზრით, რა იქნება საუკეთესო და ყველაზე ცუდი სცენარი რუსეთისთვის პუტინის მმართველობის ქვეშ?

რუსული საზოგადოებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ის იქნება, რომ სიტუაცია არ შეიცვალოს. ყველაზე ცუდი სცენარი კი ის იქნება, თუ ეკონომიკა ჩამოიშლება. დღეს რუსეთს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კორუმპირებული ეკონომიკის გამო. ქვეყნის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, რასაც ეკონომიკა მიწიდან იღებს - როგორიცაა ნავთობი, გაზი, მინერალები. კოვიდ-19ის პანდემიის დროს, წიაღისეულზე ფასები საერთაშორისო დონეზე დრამატულად დავარდა და ჯერ ისევ უცნობია, როდის შეიცვლება სიტუაცია. რუსეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაისში მინუს 12 პროცენტი იყო. პანდემიის პერიოდში რუსეთი გამონაკლისი - რა თქმა უნდა - არ არის, მაგრამ თუ ვითარება არ შეიცვალა, თუ უმუშევრობის მაჩვენებელი და ეკონომიკური წინსვლა არ გამოიკვეთა, კრემლს ვფიქრობ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი რუსული საზოგადოებისთვის? არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ხალხმა რეჟიმზე ზეწოლა შეძლოს?

ასევე ნახეთ: მილერი: რუსეთი შიშობს, რომ ამერიკა საკუთარი ბირთვული არსენალის განახლებას მალე დაიწყებს

ვფიქრობ, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ რეჟიმმა მოქმედებები ხალხისგან წამოსული ზეწოლის გამო შეცვალოს. რუსეთი კლეპტოკრატიაა, სადაც ადამიანების ერთი პატარა ჯგუფი მართავს მთელ საზოგადოებას. ეს ჯგუფი აკონტროლებს ქვეყნის ქონების უდიდეს ნაწილს, უსაფრთხოების აპარატს, მედიას. მასობრივი მოძრაობებისთვის ძალიან რთულია ასეთი სისტემის გარღვევა. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა რეჟიმი შიგნიდან ირღვევა. არ მგონია ათობით მილიონი რუსი ქუჩაში გამოვიდეს და ცვლილებები მოითხოვოს, რადგან ინდივიდუალურმა პირებმა იციან, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას მათთვის. რეჟიმს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ რაღაც გაუვა. მას არ უნდა სჯეროდეს, რომ მმართველობის მანერა ხალხისთვის უბრალოდ მისაღებია.

პრეზიდენტი პუტინი რუსეთის ლიდერი ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე იქნება. ის რუსეთის მეფესავით იქცევა, თუმცა ეს ფუნქცია მას მემკვიდრეობით არ მიუღია, ის საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა. რუსეთის ბოლო მეფის მიმართ ხალხს მოთმინება გამოელია. თქვენი აზრით, შეიძლება ეს პუტინის შემთხვევაშიც მოხდეს? რამდენად დიდია რუსი ხალხის მოთმინება?

ეს კარგი და ძალიან საინტერესო შეკითხვაა. რუსეთის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ის გვაჩვენებს ასევე საინტერესო მაგალითს იმისა, როდის შეიძლება გადარჩეს რეჟიმი და როდის - ვერა. მეოცე საუკუნის პირველ ორ ათწლეულში, ორი რევოლუცია მოხდა. 1905 და 1917 წლებში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ის საკითხი, რომელმაც შეძლო 1917 წელს რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმის დამხობა, აშკარა იყო 1905 წელსაც. უკმაყოფილო გლეხობა, რომელიც გათავისუფლდა 1861 წელს, მაგრამ რუსეთის საზოგადოებაში მათი ინტეგრირება ვერ მოხდა; ეკონომიკური ჩამორჩენა, გაუცხოებული საშუალო კლასი, რომელსაც არ ჰყავდა წარმომადგენლობა; კორუფცია და სისტემის ჩამოშლა. ის არ ვითარდებოდა, როგორც თანამედროვე საზოგადოება. და მაინც, რეჟიმი გადარჩა, გადარჩა პირველ მსოფლიო ომამდე. ყველა ამ უარყოფითმა ფაქტორმა და სისუსტემ მაშინ მიაღწია სიმწიფეს, როცა რეჟიმი წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებდა.

ასევე ნახეთ: ფერგიუსონი: პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ


რუსეთის საზოგადოებისთვის გარდამტეხი საგარეო შოკი აღმოჩნდა - პირველი მსოფლიო ომი, 1917 წელს. საოცარია, მაგრამ ასეა, რომ ყველა სისუსტე თანამედროვე რუსული საზოგადოებისა, შესაძლოა ნელა, შეუმჩნევლად ვითარდებოდეს და იყოს რეალური, მაგრამ მხოლოდ ასეთ, საგარეო, მასობრივ შოკამდე არ გამოჩნდეს. მასობრივი, მოულოდნელი და საგარეო კატასტროფა, არის ისეთი მოვლენა, რასაც [რეჟიმის] დამხობა შეუძლია. ეს საგარეო შოკი ფარდას ხდის [შიგნით არსებულ] სისუსტეებს და ყოველდღიურ რეალობას, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი მანამდე უმკლავდებოდა. ასეთი საგარეო შოკი შეიძლება აღმოჩნდეს კოვიდ-19-იც, მისი მეორე ტალღა, რომელიც შეიძლება პირველზე ძლიერი იყოს. ასეთი რამ გამოიწვევდა სისტემის ჩამონგრევას. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება.

თქვენი აზრით, როგორ უნდა გაართვას საქართველომ თავი ამ უკიდურესად რთულ სიტუაციას? ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სამხედრო ძალით არ და ვერ გადაწყდება. ისი ცხადია, რომ პუტინის მმართველობის განმავლობაში სიტუაცია არ შეიცვლება. ის კი არსად აპირებს წასვლას. როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ პუტინის მმართველობის, დიდი ალბათობით, მომავალ 16 წელს?

ეს რთული იქნება საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის, რადგან რუსეთის საგარეო პოლიტიკა თითქმის სრულად ნეგატიურია. ის მოქმედებს იმისთვის, რომ რაღაც გააფუჭოს, გამოიწვიოს პრობლემები იმისთვის, რომ აჩვენოს: რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანია. საქართველოს ყველაზე დიდი იმედი კი ისაა, რომ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო შესაძლო ვარიანტი.

ეს რბილი ძალის ერთგვარი ფორმაა, რბილი ძალა კი ძალიან მნიშვნელოვანია. ვლადიმირ პუტინს [ეგრეთ წოდებული] სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ძალით ვერ გამოიყვანთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნათ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს მხოლოდ იმითაც კი, რომ კანონზე დაფუძნებული, კარგი დემოკრატია გქონდეთ. ავტორიტარული რეჟიმები ამით საფრთხეს გრძნობენ. გაატარეთ ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს სჭირდება და გახსოვდეთ, რომ ამას ექნება მნიშვნელოვანი შედეგი, გავლენა საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამ მიმართულებით წარვმართავდი ძალისხმევას. როდესაც ქმნი ძლიერ, სიცოცხლისუნარიან და ეფექტურ დემოკრატიას - ამას აქვს გავლენა საგარეო პოლიტიკაზე და ეს არის საფრთხე მათთვის, ვინც თავად ცუდი მაგალითია.