ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში, რეფერენდუმის ბოლო დღეს მოსახლეობას ფული დაურიგეს


რუსეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს, რომლის პასუხებზეც დამოკიდებულია დარჩება თუ არა ვლადიმირ პუტინი ქვეყნის მმართველობაში 2036 წლამდე.

რეფერენდუმის ბოლო დღეს მოსახლეობას ფული დაურიგეს. ამ გადაწყვეტილებამ მოსახლეობის ნაწილში პროტესტი გამოიწვია. მათ კრემლის წინ, წითელ მოედანზე, მცირემასშტაბიანი პროტესტი გამართეს.

სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით, მოსახლეობის 2/3-ზე მეტი მხარს უჭერს ცვლილებებს. რუსები ხმას დაპირებების ფონზე აძლევენ. მაგალითად, მოსახლეობას ჰპირდებიან ბინების დარიგებას, ინფლაციის მიხედვით პენსიის შეცვლას და ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას.

იმ ოჯახებს, ვისაც შვილები ჰყავთ, პუტინის ბრძანებით 10,000 რუბლი ჩაერიცხათ, რაც 141 ამერიკული დოლარის, ან 423 ლარის ექვივალენტია. რეფერენდუმი რუსეთში 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, იმ მიზეზით, რომ კორონავირუსის გავრცელება აეცილებინათ თავიდან.

საარჩევნო კომიისიის განცხადებით, დღეს, შუადღის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 60% იყო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ლეგიტიმურად იქნას მიჩნეული, აუცილებელია მოსახლეობის 50%-ის მონაწილეობა. რეფერერნდუმზე გამოტანილი თემების შესახებ გადაწყვეტილება კი მარტივი უმრავლესობის მიხედვით მიიღება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG