რა არის და როგორ მუშაობს "ინფო-დემია" კოვიდ-19-ის პირობებში? რატომ უკავშირებენ დეზინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობას, ვაქცინას, 5G-ს, ლუგარის ლაბორატორიას? რატომ საუბრობენ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლები ვაქცინის მავნებლობაზე?
ამერიკული არასამათავრობო ორაგნიზაცია IREX-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდერ დარდელს ინფოდემიის მექანიკაზე და მის წინააღმდეგ ეფექტურ მეთოდებზე ია მეურმიშვილი ესაუბრა.
საქართველო რუსეთის დეზინფორმაციის სამიზნე უკვე დიდი ხანი არის. დროთა განმავლობაში, შეიმჩნევა თუ არა ქართულ საზოგადოებაზე რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის რეალური გავლენა?
ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის გრძელი და წარმატებული ისტორია გვაქვს. ძალიან მოგვწონს საქართველოში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა და ვაფასებთ მათ სიმამაცეს და თავდადებას ჯანსაღი ინფორმაციის წარმოების მხრივ.
კრემილის შეთქმულების თეორიები ყოველთვის ძლიერ ემოციებს იწვევს, მაგრამ მათი გავრცელება საქართველოში ყოველთვის რუსული მედიის საშუალებით არ ხდება.
ორი დაკვირვება მაქვს. პირველი ისაა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გრძელი ისტორია აქვს, რომელიც წინ უსწრებს საბჭოთა კავშირს. ამ ისტორიას რუსეთი ოსტატურად იყენებს მანიპულაციისთვის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი გეოპოლიტიკური ნარატივების შეფარულად გასავრცელებლად. ისინი ამბობენ, რომ კი, ნატოში გაწევრიანება გინდათ, მაგრამ შეხედეთ მას, ის ვერ მუშაობს. ევროკავშირი იშლება. რუსეთი კი აქაა. რუსეთი შეიძლება არ იყოს უნაკლო, მაგრამ რუსეთს ვერაფერს უზამთ და თან, ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან ეს ნარატივები ნოსტალგიას, კულტურულ კავშირებს უსვამს ხაზს. მათ წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი მედიის, სანდო ინფორმაციის ხელშეწყობითაა შესაძლებელი.
მეორე დაკვირვება ისაა, რომ კრემილის შეთქმულების თეორიები ყოველთვის ძლიერ ემოციებს იწვევს, მაგრამ მათი გავრცელება საქართველოში ყოველთვის რუსული მედიის საშუალებით არ ხდება.
საქართველოში დეზინფორმაციას, ხშირად კრემლის ადგილობრივი მოკავშირეები ავრცელებენ. ანუ არის შუალედური შრე და დეზინფორმაციის გავრცელება ერთი შეხედვით, კრემლს არ უკავშირდება. ეს დაბნეულობას იწვევს და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა თავისუფალ მედიას, მათ შორის „ამერიკის ხმას,“ რომ ქართულ საზოგადოებას დასავლური ღირებულებები წარმოუდგინოს და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციით აჩვენოს, თუ რა როლს თამაშობს ამერიკა, ევროკავშირი, ზოგადად დასავლეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის სიჯანსაღეში.
ასევე ნახეთ: ელჩი დეგნანი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ეხმაურება
დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიას უამრავ შეთქმულების თეორიას უკავშირებს, მათ შორის, კორონავირუსის წარმოშობაზეც. გაურკვევლობის და დაბნეულობის დროს, რა არის ასეთი ცრუ ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა?
მე დავიწყებდი ფაქტებით. ფაქტებს თუ შევხედავთ, საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ-19-ის კრიზისს თავს შედარებით მცირე ზიანით ართმევს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ვირუსის გამოვლენის საშუალება ჰქონდა. ეს სწორედ ამ ლაბორატორიის გამო მოხდა, რომელსაც აქვს ცოდნა, ტექნიკური ბაზა, ჰყავს პროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც 24 საათი მუშაობენ ქართველი ხალხისთვის ამ მომსახურების მისაწოდებლად. ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ ეს ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის კოვიდ-19 წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებულ ბრძოლაში. შეთქმულების თეორიები მის დისკრედიტაციას ცდილობენ.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, თუ არა ყველაზე სანდო ინსტიტუტის, ეკლესიის, ერთი ნაწილი რუსულ ნარატივებს იმეორებს ვაქცინასა თუ ზოგადად პანდემიაზე. რა რეკომენდაცია გექნებოდათ ისეთი საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც სანდო ინსტიტუტები რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ?
კრემლი ცდილობს დასავლეთი გამოაჩინოს, როგორც გარყვნილების და ლიბერალურობის სათავე, რუსეთს კი აჩვენებს, როგორც საქართველოს ტრადიციული ღირებულებების, კულტურის მხსნელს. ეს სიცრუეა. საქართველოში შეთქმულების თეორიების დიდ ნაწილს სწორედ ეს ლაიტმოტივი აქვს.
მსგავსი სიტუაცია, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში არ გვაქვს. სხვადასხვა ვარიაციით, ის ბევრ ქვეყანაში მეორდება. რელიგიური ღირებულებები, მრწამსი, კულტურული კავშირები კრემლისთვის მწიფე თემებია დეზინფორმაციის გასავრცელებლად. თუმცა, მათ კრემლის მომხრე ადგილობრივი ჯგუფებიც მარტივად იყენებენ. კრემლი ცდილობს დასავლეთი გამოაჩინოს, როგორც გარყვნილების და ლიბერალურობის სათავე, რუსეთს კი აჩვენებს, როგორც საქართველოს ტრადიციული ღირებულებების, კულტურის მხსნელს. ეს სიცრუეა. საქართველოში შეთქმულების თეორიების დიდ ნაწილს სწორედ ეს ლაიტმოტივი აქვს.
მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ საუკეთესო წამალი განათლებაა. განათლების სისტემაში ინვესტიცია იმაში დასარწმუნებლად, რომ გვაქვს მეთოდები, პროგრამები და სისტემები, და გვყავს მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს ნდობის ჩადებას ფაქტებზე, მონაცემებზე და მეცნიერებაზე დაფუძნებულ ინფორმაციაში ასწავლიან და აჩვენებენ, რომ მითებსა და შეთქმულების თეორიებს არ უნდა ენდონ.
ისეთი კრიზისის დროს, როგორიც ახლა გვაქვს, თქვენი აზრით, რა არის მთავრობისთვის უფრო მოსახერხებელი - საზოგადოების მართვა, რომელიც ცუდად არის ინფორმირებული და რომლის მანიპულირებაც ადვილია, თუ მოსახლეობა, რომელიც ინფორმირებული, თუმცა შეიძლება კრიტიკულია მთავრობის მიმართ?
პანდემია - იქნება ეს კოვიდ-19, თუ ნებისმიერი სხვა პანდემია კაცობრიობის ისტორიაში, ხალხსა და მთავრობას შორის ურთიერთობას, სოციალურ კონტრაქტს არ ცვლის. მთავრობას ყველაზე მეტად კრიტიკულად მოაზროვნე მოსახლეობა გამოადგება, რომელიც დეზინფორმაციას ამოიცნობს, მონაწილეობას მიიღებს საჯარო პროცესებში და მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავებას ხელს შეუწყობს. საბოლოო ჯამში, მთავრობა საკუთარ ხალხს უნდა ემსახუროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, რომ მოსახლოების მიერ ზუსტი ინფორმაციის მიღებას ხელი შეუწყოს.
ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ COVID-19-ს აკონტროლებს, თუმცა ფასადი იმსხვრევა
ყველაფერი მოქალაქეებს უკავშირდება. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საკუთარი მოქალაქეების მიერ ცრუ ინფორმაციის ამოცნობის სწავლას, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. სიმბიოზური ურთიერთობა, საჯარო სექტორსა და მოქალაქეებს შორის საქმეს აადვილებს. ჯანსაღად, კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები მთავრობას ჯანსაღი პოლიტიკის შექმნაში და ინდივიდუალური უფლებების დაცვაში ეხმარებიან.
IREX-მა ცოტა ხნის წინ კვლევა ჩაატარა, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ მუშაობს დეზინფორმაცია პანდემიის დროს. შედეგებში სიტყვა „ინფორდემია“ გამოიყენეთ. რას ნიშნავს ის?
აღმოვაჩინეთ, რომ პანდემიას და დეზინფორმაციას რაღაც საერთო აქვს. ეს გავრცელების ფენომენია. როგორც კორონავირუსი ვრცელდება, ადამიანებს ასნებოვნებს და ქაოსს თესავს, ასევე ვრცელდება დეზინფორმაცია და გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენას ახდენს. ამიტომაც ამ ფენომენს “ინფოდემია” დავარქვით.
თქვენი გამოკითხვების დროს, ჩანს თუ არა ის, რომ ფაქტებზე დაფუძნებული, თავისუფალი ჟურნალისტიკა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია?
Your browser doesn’t support HTML5
ეს კარგი კითხვაა. პრობლემა ისაა, რომ მცდარი ინფორმაციის ზღვაში ვცხოვრობთ. ცრუ, მავნე ინფორმაცია, მსმენელის და მაყურებლის დასაბნევად გამოიყენება. ყოველდღიურად, მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობა კონგრესის ბიბლიოთეკაში შენახული ინფორმაციის მოცულობას 250 000-ჯერ აღემატება. ამ ინფორმაციის უმეტესი წილი რიგითი ადამიანებისგან მოდის, სოციალური მედიით, ტვიტერით და ა.შ. თუმცა ამ ინფორმაციის ერთი ნაწილის მანიპულირება ხდება. ამ კონტექსტში რაღაცაა გასაკეთებელი, ეს საკითხი “კოვიდ-19”-მა წამოწია. ამ დიდი პრობლემის გადასაჭრელად, ცხადია, ბევრი მეთოდი გვჭირდება. მათგან ერთ-ერთი ტექნოლოგიაა.
ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა ინფორმაციის და დეზინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის გავრცელების საშუალება შექმნა. სწორედ ამიტომ ამ პლატფორმებმა უნდა შექმნას თავდაცვის პირველი ხაზი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მარტივი მექანიზმი იქნება და ცრუ ინფორმაციას გამოხშირავს.
თუმცა ეს საკმარისი არ არის. მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს თუ დავეყრდნობით, აუცილებლად ყოველთვის დავმარცხდებით, რადგან ინფორმაციის საბოლოო მომხმარებლები ჩვენ ვართ, მე, თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები. რაღაც ჩვენს გონებაში უნდა მოხდეს, რომ ამას აზრი ჰქონდეს. დეზინფორმაციის სამყაროში ნავიგაციისთვის საუკეთესო კომპასად ადამიანის გონება რჩება.
დამოუკიდებელი და ჯანსაღი მედია უაღრესად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, უზარმაზარ საინფორმაციო ნაგავს საპირწონედ უნდა დავუყენოთ სანდო, ფაქტებზე დაფუძნებული, მონაცემებით გამყარებული ინფორმაცია და ეს სწორედ დამოუკიდებელი მედიის როლია. სამწუხაროდ, ბევრ ვითარებაში, ბევრ საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედია საფრთხის ქვეშაა. ზოგ შემთხვევაში ეს მედიის ბიზნესის მოდელის რღვევას, ან სახელმწიფოს მხრიდან თავისუფალი მედიის დევნას უკავშირდება. თავისუფალ მედიას დახმარება სჭირდება. მათი საქმე და მისია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და გულწრფელად გეტყვით, გარემოებების გამო მათ ამ მისიის შესრულებას თავი არ უნდა დაანებონ.
კრიზისის პერიოდში, ადამიანებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერდება და შიში და ემოციები ბევრ ცუდ ფიქრებს იწვევს. უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან ინფორმაციის წყაროებზე, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ.
პანდემიის პირობებში, იღებენ თუ არა ადამიანები ინფორმაციას განსხვავებულად?
კრიზისის პერიოდში, ადამიანებში თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერდება და შიში და ემოციები ბევრ ცუდ ფიქრებს იწვევს. უფრო მეტად დამოკიდებული ხდებიან ინფორმაციის წყაროებზე, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ. თუ ვინმე ისეთ წყაროს წააწყდება, რომელიც არაჯანსაღ, არასანდო ინფორმაციას ავრცელებს და ადამიანი ამ ინფორმაციას მოიხმარს, მას მსგავსი ინფრმაციის მიმართ დამოკიდებულება უჩნდება. ამის შემდეგ ადამიანი ეძებს მსგავს ინფორმაციას და მსგავს წყაროებს. ეს დაკავშირებულია კრიზისის პერიოდში არსებული შიშის და ემოციის მექანიზმთან. ამ დროს ადამიანებში საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის თვითგადარჩენის ინსტინქტი მოქმედებს.
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ დეზინფორმაციის წინააღდეგ ყველაზე ეფექტური გზა მედია წიგნიერებაა. თქვენი აზრით, რა როლი აქვს მედია წიგნიერების ამაღლების პროცესში მთავრობას?
მთავრობებს დიდი როლი აკისრია, მაგრამ აქ ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო. ჩვენ, ზოგადად, მთავრობებს ინფორმაციის ფართო ნაკადის მომწოდებლად არ განვიხილავთ. ეს მედიამ უნდა გააკეთოს. მთავრობას განვიხილავთ, როგორც ამ გარემოსთვის პირობების შემქმნელ ერთეულს, რომელიც ქმნის მარეგულირებელ სისტემებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იყოს გამჭვირვალობა, სანდოობა, საიმედოობა.
ასევე ნახეთ: "გარდამავალი ქვეყნების" შესახებ ანგარიშში კვლავ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა საუბარიავტორიტარული სახელმწიფოების შემთხვევაში არსებობს საშიშროება, რომ ისინი კონტროლის თვალსაზრისით ძალიან შორს წავლენ და საზოგადოებისთვის საჭირო სამსახურის გაწევის საფარქვეშ, დამოუკიდებელი მედიის ხარჯზე, უპირატესობას საკუთარი ინფორმაციის გავრცელებას მიანიჭებენ.
მსოფლიოს თუ გადავხედავთ, მთავრობის მიერ თვალთვალის მექანიზმები იზრდება, იზღუდება თავისუფალი სიტყვა, შეკრების უფლება. ცდილობენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწესონ “ცუდ საქციელზე,” რაც უკავშირდება საუბარს, რომელიც პანდემიის და “კოვიდ-19”-ის გარშემო ტრიალებს. ამის საკანონმდებლო დონეზე გატანის მაგალითები ვნახეთ სომხეთში, მონტენეგროში, სერბეთში და სხვაგან. ეს ტენდენცია შეინიშნება და ის შემაშფოთებელია. საბოლოოდ, ეს ყველაფერი, მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობას უკავშირდება, რათა ჩვენი უფლებები ბოლომდე არ დავთმოთ და ამ სივრცეში სწორი ბალანსი შევინარჩუნოთ.