ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს, რომ COVID-19-ს აკონტროლებს, თუმცა ფასადი იმსხვრევა


იმ ფონზე, როცა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა და შეერთებული შტატები თითქმის სრულადაა დაკეტილი, რუსეთიდან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსი ზუსტად ისე აკრძალა, როგორც სიტყვის თავისუფლება.

ოფიციალური ცნობები, რომლებიც რუსეთიდან ვრცელდებოდა, დაუჯერებელ ამბავს ჰგავდა. მაშინ, როცა რუსეთში ვირუსის გავრცელების უამრავი რისკ ფაქტორი არსებობს, მათ შორის, თავად რუსული ჯანდაცვის სიტემა, აქტიური საერთაშორისო მოგზაურობები, სამუშაო ძალის მიგრაცია და 4 000 კილომეტრიანი საზღვარი ჩინეთთან, საიდანაც ვირუსი გავრცელდა.

მაშინ, როცა კოვიდ-19 ევროპის საავადმყოფოებს ინფიცირებული პაციენტებით ავსებდა, რუსეთში, გულშემატკივრები საფეხბურთო სტადიონებს ავსებდნენ. საჭადრაკო ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე კი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

კრემლი კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებებით ავრცელებდა ინფრომაციას, როგორ უმკლავდებოდა რუსეთი კორონავირუსს. რუსული "წარმატების" შესახებ, სუსტი სკეპტიციზმით, მაგრამ მაინც ვრცელდებოდა ინფორმაცია საერთაშორისო მედიითაც.

კრემლს შეუძლია გააყალბოს ინფიცირების შემთხვევების ოფიციალური მონაცემები, მის გასავრცელებლად გამოიყენოს კონტროლირებადი მედია და სოციალური ქსელები, თუმცა, როგორც ჩინეთის შემთხვევამაც გვაჩვენა, როგორც ჩანს, ვირუსის კონტროლი ავტორიტარი მმართველების შესაძლებლობებს სცდება.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსული ფასადი გაიბზარა და მსხვრევას იწყებს. ვეღარ იმალება ინფორმაცია გადავსებული საავადმყოფოების შესახებ. თავად მოსკოვის მერმაც კი განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური მონაცემები მცდარია. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტო კი, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული რუსეთში არსებული რეალური კრიზისული ვითარების მკაფიო ილუსტრაცია გახდა. ფოტოზე ჩანს, რომ პუტინს სრულად დამცავი, ყველასგან განსხვავებული სამოსი აცვია.

ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოგფოში.
ვლადიმერ პუტინი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოგფოში.

ავტორიტარულ რეჟიმებს ინფორმაციის კონტროლის დაუძლეველი ვნება აქვთ, განსაკუთრებით ისეთი ახალი ამბების, რომლებიც მათ სუსტად წარმოაჩენს. ასეთ შემთხვევაში ხალხში შესაძლოა, რეჟიმისთვის საფრთხის შემცველი იდეები გაჩნდეს.

რუს ტროლებს არასდროს სძინავთ!

პანდემიის დროსაც კი, კრემლი საინფორმაციო ომშია ცივილურ სამყაროსთან. ამის ნათელი მაგალითია, მაგალითად, მუდმივი ინტერნეტ-ჭორები, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 ამერიკული ფარმაცევტული კომპანიებიდან მიზანმიმართულად გავრცელდა, მიზანი კი ჩინეთის განადგურება იყო.

ყალბ ახალ ამბებს, რუსული ტროლ-ფაბრიკები, დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს. ტროლების გარდა, შიდა აუდიტორიაზე მუშაობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც, რომლებიც იუწყებიან, რომ პანდემიამ დასავლური სამყაროს, მისი ღირებულებების, ლიბერალიზმის ჩამოშლა აჩვენა.

ყალბი ამბების გავრცელების მიზანი მარტივია - წარმოაჩინოს მოდელირებული რეალობა, თითქოს, სამყარო პანდემიამ შეცვალა, რუსეთი კი კვლავ „დიადი რუსეთია.“

„მოსკოვ თაიმსის“ მონაცემებით, რუსეთში, კოვიდ-19 ით ინფიცირების 1836 შემთხვევა ფიქსირდება. ამავე ოფიციალური მონაცემებით, ვირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, ეს მხლოდ ოფიციალური მონაცემებია.

საფრთხე, რომელსაც ავტორიტარული მმართველობა ადამიანთა სიცოცხლეს უქმნის, როგოც ჩანს მსგავს ვითარებაში ზედაპირზე დევს და მარტივად დასანახია. ამას აჩვენებს ისიც, რომ რუსეთში, აივ ინფექცია შიდსი-თ ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რადგან ინფექცია, აქ ჯერ კიდევ მხოლოდ „ამორალურ საქციელთან“ და ლგბტქ ადამიანებთანაა ასოცირებული. ამას კიდე ხელს სახელმწიფო მანქანა უწყობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG