ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა


პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ გააკეთა განცხადება.

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საქართველოში იკრძალება:

ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, მეტროთი, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გარდა, აკრძალვა ეხება საქალაქთაშორისო მიმოსვლასაც.

მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის, ტაქსებით გადაადგილებისას, ავტომობილში სამზე მეტი ადამიანი არ უნდა იჯდეს, მძღოლი და უკანა სავარძელზე, მაქსიმუმ ორი მგზავრი.

იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრი სოციალური დისტანცია.

ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან.

"სამწუხაროდ ყველა ჩვენს მოქალაქეს არ აქვს გააზრებული რისკები, რომლებიც გადაადგილდებიან. მათ ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მაღალი რისკის შემცველია მათი ყოველდღიური წესის გაგრძელება. ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის მიუღებელი. ამიტომ ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს, ვფიქრობ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ესე მოქცევა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე 18 გამოჯანმრთელებულია, ინფიცირების ზრდის დინამიკა მაღალია და დღეს მატი რიცხვი უკვე 100 შეადგენს. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, სამი ინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის გადადების წყაროების დადგენა შეუძლებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG