სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა, ფხენიანში გამართულ სამიტზე თითქმის 200-კაციანი დელეგაცია ჩაიყვანა. დღეს ჩრდილოეთ კორეასთან მიმდინარე უმაღლესი დონის შეხვედრების პირველი დღე დასრულდა.
ეს აქამდე მტრულად განწყობილი ორი ქვეყნის ლიდერების რიგით მესამე შეხვედრა იყო. ფხენიანში სამხრეთ კორეის დიდ დელეგაციას სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული საზეიმო მუსიკით შეხვდნენ.
ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენ უნი კოლეგას აეროპორტში დახვდა. ფხენიანის საერთაშორისო აეროპორტში დაგებულ წითელ ხალიჩაზე მათ ერთად პირველად გაიარეს.