პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ინდოეთი შეიარაღებულ ძალებს რთავს. ამასთან, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, შეერთბულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ პირობა დადეს, რომ გადავსებული ჰოსპიტალების ფონზე, უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად ინდოეთს დაეხმარებიან.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს რიგით მეორე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობა „სულისშემძვრელს აჭარბებს“ - ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი. ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ორგანიზაცია ინდოეთში დამხმარე პერსონალს და საჭირო ინვენტარს, მათ შორის, ჟანგბადის დანადგარებს გაგზავნის.
ასევე ნახეთ: ამერიკა ინდოეთს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება„საჰაერო, სარკინიგზო, სახმელეთო და საზღვაო გზები; ცა და დედამიწა მოძრაობს კოვიდ-19-ის ამ ტალღით წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად“ - წერს „ტვტერის“ ოფიციალურ გვერდზე ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კრიზისის შესახებ ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს. კვირას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ინდოეთს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება.
მანამდე, კი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ნარენდრა მოდი „ინფექციის ქარიშხლის“ ფონზე განსაკუთებულ სიფრთხილეს სთხოვს.
ასევე ნახეთ: ივლისამდე აცრის დღიური მაჩვენებელი 10-12 ათასამდე უნდა ავიდეს - გამყრელიძექვეყნის ჩრდილოეთ შტატებში, ჰოსპიტალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაციენტების ნაკადს ვერ უმკლავდებიან.
ზოგიერთ ქალაქში, სადაც პანდემია მძვინვარებს, ცხედრებს კუსტარულ კრემატორიუმებსა და ქუჩებში წვავენ.