ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინა 35 000-მდე ადამიანს აქვ გაკეთებული.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისამდე, აცრის დღიური მაჩვენებელი 12-12 000-მდე უნდა ავიდეს. მისი თქმით, საშუალოდ სწორედ ეს დღიური რაოდენობაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინაცია სამიზნე მაჩვენებლამდე ავიდეს.
„პანდემია მასობრივი ვაქცინაციის გარეშე არ დამთვარდება, ერთმანეთის გვერდით ყოფნით წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა ავცრათ. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 35 ათასამდე ადამიანი. გუშინ, 24 საათში, 1600-მდე აიცრა, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ჩვენ ყოველდღიურად 2-3 ათასამდე აცრა გვჭირდება. მაგრამ ამ რიცხვმაც უნდა მოიმატოს და ივლისამდე უნდა ავიდეთ დღეში 10-12 ათას აცრილ ადამიანამდე, რომ სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდეთ“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიური ვითარების გასაცნობად ქვემო ქართლში იმყოფებოდა.
www.stopcov.ge - ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 1 271 შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე მონაკვეთში 729 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა - 11.
23 აპრილის მდგომარეობით, მონაცემები სრულად ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 301535 , ბოლო 24 საათში - 1271
- მათ შორის გამოჯანმრთელებული - 284286 , ბოლო 24 საათში - 729
- მათ შორის გარდაცვლილი - 3992 , ბოლო 24 საათში - 11
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 28751, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 14187, PCR ტესტით - 14564
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,42%, ბოლო 14 დღის - 3,75%, ბოლო 7 დღის - 4,55%
- სულ აცრილია - 34897, დღიურად აცრილია - 1560
- კარანტინის რეჟიმში - 232
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3527
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 682
Facebook Forum