6 სექტემბერი, 2023 —
თურქეთში 2024 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 65 პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს. მზარდ ინფლაციასთან და ფასებთან გასამკლავებლად, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ეკონომიკურ პოლიტიკას ცვლის. მისი თქმით ოფიციალური ანკარა მკაცრ ზომებს გაატარებს და ინფლაცია „ერთნიშნა“ მაჩვენებლამდე ჩამოვა.
ერდოღანის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება, რაც მისი თქმით ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას. ეს აქამდე ანკარას მიერ წარმართული მონეტარული პოლიტიკის შემობრუნებაა.
ასევე ნახეთ: ერდოღანი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმებას გუტერეშთან განიხილავსივნისში, ერდოღანმა, ეროვნული ბანკის ახალი მმართველი დანიშნა, რომელმაც საპროცენტო განაკვეთი 8.5 %-დან 25%-მდე გაზარდა. წლების განმავლობაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამ პოლიტიკის წინააღმდეგი იყო.