ნიუ იორკში ტერაქტის ორგანიზატორს ასამართლებენ

ბოსნიაში დაბადებულ და ნიუ იორკში ემიგრანტის სტატუსით მცხოვრებ ავღანელ ადის მედუნჯანინს, ტერორიზმის ბრალდებით 9 მუხლი წაუყენეს. მის წინააღმეგ უკვე მეორე თანამზრახველმა მისცა ჩვენება. ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ ადის მედუნჯანინი ნიუ იორკში ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა.

ნაჯიბულა ზაზის განცხადებით, რომელიც 2009 წელს, ნიუ იორკის მეტროში არშემდგარი ტერაქტის ორგანიზატორი იყო, ადის მედუნჯანინთან ერთად სკოლაში სწავლობდა და ის მისთვის სამაგალითო პიროვნება იყო. მუდუნჯანინმა ზედმიწევნით კარგად იცოდა ისლამი, რის გამოც მას გავლენა ჰქონდა მეგობრებზე.